საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანს გულიაშვილის გოლით მოუგო
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის ბოლოსწინა მატჩში აზერბაიჯანს მოუგო. ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა გაიტანა.
9 ტურის შემდეგ ნაკრებს 12 ქულა დაუგროვდა, თუმცა შვეიცარიასა და საფრანგეთს 12 და 9 ქულით ჩამორჩა. მე-3 ადგილისთვის სლოვაკეთს ბოლო შეხვედრაში ვეთამაშებით, რომელსაც 3 ქულით ვუსწრებთ, თუმცა 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
საქართველო 1-0 აზერბაიჯანი
გოლი: გულიაშვილი 42
საქართველო: მამარდაშვილი – ლაკვეხველიანი, ლოჩოშვილი (გელაშვილი 68), კობოური, ბურჯანაძე (ანდრონიკაშვილი 82), სილაგაძე (აზაროვი 75) – გულიაშვილი, სამურკასოვი, კუცია (მექვაბიშვილი 46), დარცმელია – სპანდერაშვილი (კუხიანიძე 46)
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
აზერბაიჯანი: იბრაჰიმოვი, ჰუსეინლი, კაპლანი, აჰმადოვი, ტაჰმაზოვი – ვალიზადა, აჰმადოვი, აბდულაზადე – კოკჩუ, ეკინჩერი – ოკსუზი
მთავარი მწვრთნელი: კოზული