საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა საფრანგეთთან საეჭვო პენალტით წააგო
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთან 92-ე წუთზე მსაჯის მიერ საეჭვოდ დანიშნული პენალტის გამო 3-2 დამარცხდა.
საფრანგეთის ნაკრები პირველ ტაიმში ჩვენ ნაკრებს აშკარად აღემატებოდა და რეინე-ადელაიდემ მე-15 წუთზე გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის ბოლოს შევძელით ტოლ-სწორად თამაში და ბურთის მეტოქის მოედანზე გადატანა.
მე-2 ნახევარში რეინე-ადელაიდემ 54-ე წუთზე სხვაობა 2 ბურთიანი გახადა. ზუსტად 4 წუთში ჯერ კოხრეიძემ უპასუხა, 3 წუთში კი შეცვლაზე შემოსულმა კვარაცხელიამ გაათანაბრა.
საქართველოს ნაკრებმა არაფერი დაუთმო საფრანგეთს, რიგ მომენტებში აჯობა კიდეც და 92-ე წუთამდე ყველაფერი ქულების გაყოფისკენ მიდიოდა. მსაჯმა ძალიან საეჭვო პენალტი დადო და ბიჭებმა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ევროშესარჩევი ეტაპის მე-2 ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 6 ქულა გვაქვს და გასვლის შანსს ჯერაც არ ვკარგავთ.
მომდევნო მატჩი 3 დღეში სლოვაკეთში გაიმართბა.
საფრანგეთი 3-2 საქართველო
გოლები: რეინე-ადელაიდე 15/54 – კოხრეიძე 58, კვარაცხელია 61
საფრანგეთი U21: ლაფონტი, ზაგადუ, კამარა, დიაბი (მბეუმო 83), იკონე (იკონე 70), დაგბა, ბელეგარდი (იუსუფი 70), კამავინგა, რეინე-ადელაიდე, კოზა (პელმარი 85), ედუარდი
საქართველო U21: გუგეშაშვილი; მალი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური; ნინუა (ქოჩორაშვილი 59), კუცია, კოხრეიძე (არდაზიშვილი 71), ტაბატაძე; ბუღრიძე, სპანდერაშვილი (ქავთარაძე 60)