საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა არგენტინაში ისტორია დაწერა

თარიღი: ოქტომბერი 14, 2018

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის პლეი ოფში გავიდა, რაც ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა. ოლიმპიურ თამაშებზე არც ერთ ქართულ ნაკრებს პლეი ოფში არ უასპარეზია. ამას ქართველებმა დღეს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწიეს.

ქართველებმა სლოვენიასთან გამოუცხადებლობის გამო წაგებული მატჩის შემდეგ ჯგუფის დარჩენილი სამივე შეხვედრა მოიგეს და ოლიმპიადის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდნენ. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მასპინძელი არგენტინა იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაუპირისპირდება.

არგენტინაში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიადა ქართველებმა დასანანი წაგებით დაიწყეს. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სლოვენიასთან უნდა ეთამაშათ, მაგრამ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო თამაშზე დროულად ვერ მივიდნენ და ტურნირის ფავორიტ სლოვენიასთან წაგება ჩაეთვალათ. მიუხედავად ამ დასანანი შემთხვევისა, ქართველებმა მობილიზება შეძლეს, იმავე დღეს იორდანია 21:4 გაანადგურეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი 13 ოქტომბრისთვის შემოინახეს, როცა ჯგუფის დარჩენილი 2 შეხვედრა იყო დაგეგმილი.

დღეს, 13 ოქტომბერს, ქართველებმა ორივე მატჩი მოიგეს და ჯგუფში სლოვენიის შემდეგ მე-2, გამსვლელი ადგილი დაიკავეს. საქართველომ ჯერ თურქმენეთი გაანადგურა 20:9, შემდეგ კი უშუალო კონკურენტ ჩინეთს 15:10 სძლია და ოლიმპიადაზე პლეი ოფში გასვლით პროგრამა მინიმუმი შეასრულა.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე მასპინძელთა მძლავრი ნაკრებია. არგენტინელებმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, მოიტოვეს რა უკან რუსეთის, აშშ-ს, ესტონეთის და მონღოლეთის ნაკრებები. არგენტინამ ჯგუფის ერთადერთი მატჩი ბოლო ტურში, აშშ-სთან 19:21 წააგო. ამ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამერიკელები ჯგუფიდან ვერ გადიოდნენ, არგენტინელებს კი წაგების შემთხვევაშიც კი განაღდებული ჰქონდათ ჯგუფში პირველი ადგილი.

მაშ ასე, საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საუკეთესო 8 გუნდში, ანუ მეოთხედფინალშია და უპრინციპულეს მატჩში, 16 ოქტომბერს, არგენტინას დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

კობისთვის – როგორ დაიწყო “რაპტორსი” – “სპურსის” მატჩი

კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ სრულად სპორტული სამყარო შოკში ჩააგდო. ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შაკილ ონილი: “არ არსებობს სიტყვები, რითაც ამ ტკივილს გამოვხატავ”

ვეტერანმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ნეიმარმა გატანილი გოლი კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგა 1-ში “ლილსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მატჩის 52-ე წუთზე ნეიმარმა მასპინძელთა კარში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბოლო ინფორმაცია – კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილი იმყოფებოდა

კვირას მთელი სპორტული სამყარო კობი ბრაიანტის გარდაცვალების ამბავმა შეძრა. ლეგენდარული კალათბურთელი პირადი თვითმფრინავით ავიაკატასტროფაში მოჰყვა [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველი სპორტსმენები კობი ბრაიანტის გარდაცვალების ამბავს ეხმაურებიან

ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. კობი ოთხ ადამიანთან ერთად, კერძო თვითმფრინავით ავიაკატასტროფაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულია: “ეს არ შეიძლება მართალი იყოს”

ვეტერანი ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია ლეგენდარული კობი ბრაიანტის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა. როგორც იცით, კობი ბრაიანტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგიკული ამბავი – გარდაიცვალა კობი ბრაიანტი (ფოტო)

ამერიკული გამოცემა TMZ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – ავიაკატასტროფის შედეგად ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი გარდაიცვალა. ინციდენტი [...
წაკითხვა
კალათბურთი

ბოლო ათწლეულის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

ამერიკულმა ბიზნეს-ჟურნალმა “ფორბსმა” ბოლო ათწლეულის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი დაასახელა. ათეულს მოკრივე ფლოიდ მეივეზერი ლიდ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში – ქართველს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (ვიდე

“ინდიანა პეისერსმა” გოგა ბითაძე NBA-ს G ლიგაში მოასპარეზე “ფორტ ვეინ რედ ანტსში” მესამედ გაანათხოვრა. გოგამ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიამ “ბასკონიას” “ბარსელონასთან” ბრწყინვალე ჩატენვით მოაგებინ

2 იანვარს საკალათბურთო ევროლიგის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” 76:74 დაამარცხა. ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

Sky Sports-მა ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა

ათწლეულის დასასრულის აღსანიშნავად Sky Sports-მა ბოლო ათი წლის საუკეთესო სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ხუთეულში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმადინმა იფრინა – 32 ქულა “გრან კანარიას” წინააღმდეგ! (ვიდეო)

21 დეკემბერს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ქართული დერბი შედგა. გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფე” საკუთარ კედლებში ბექა [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართული წარწერა პოლ ჯორჯის ჰუდზე (ფოტო)

“ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი, პოლ ჯორჯი ქუჩაში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჰუდით გამოჩნდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბლოკი ჯარენ ჯექსონის წინააღმდეგ (ვიდეო)

26 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “მემფის გრიზლისს” დაუპირისპირდა და 126:114 გაიმარჯვა. [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

რა უქნეს “ინდიანას” კალათბურთელებმა გოგა ბითაძის ავტომობილს (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” კალათბურთელები გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეს, გოგა ბითაძეს გაეხუმრნენ. მათი მსხვერპლი ავტოსადგომზე მყოფი ქართველი ცენტრი...
წაკითხვა