საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ლუქსემბურგთან ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა

თარიღი: მაისი 13, 2014

უეფამ საქართველოსა და ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრებების 2014 წლის 5 მარტის საკვალიფიკაციო მატჩის ანგარიში გააუქმა (1:1) და საქართველოს ნაკრებს წაგება ჩაუთვალა (0:3).

მიზეზი, სამწუხაროდ, ქართული მხარის შეცდომა გახდა. კერძოდ, ნიკა კვეკვესკირის გაფრთხილება, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა 2013 წლის 9 სექტემბერს, სლოვაკეთის ნაკრებთან გასვლით მატჩში მიიღო.

ამ მატჩის შემდეგ, 2013 წლის 10 ოქტომბერს, კვეკვესკირი ჰოლანდიასთან საშინაო მატჩში გააძევეს (წითელი ბარათი). მან 14 ოქტომბერს, შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა გამოტოვა. 18 ნოემბრის საშინაო მატჩში სლოვაკეთის წინააღმდეგ კი, კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.

შესაბამისად, 9 სექტემბრისა და 18 ნოემბრის მატჩებში მას 2 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის შემდეგაც, ავტომატურად უნდა გამოეტოვებინა 2014 წლის 5 მარტს, ლუქსემბურგთან გასამართი შეხვედრა.

თუმცა, სამწუხაროდ, ნაკრების ხელმძღვანელებს ეს ფაქტი გამორჩათ და კვეკვესკირმა 5 მარტის მატჩი ითამაშა.

ფაქტზე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და სფფ-ს წერილობით აცნობა, რომ დაშვებული შეცდომის გამო, საქართველოს ნაკრებს წაგება ჩაეთვალა. ახლა, სატურნირო ცხრილში რვის ნაცვლად, შვიდი ქულა გვაქვს. შესწორება გაკეთდა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. უშუალოდ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ან სხვა რაიმე სახის სასჯელი არ შეხებია.

 

სფფ-ის პრესსამსახური

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ქალთა ლიგაში ცენტრალური მატჩი ჩაიშალა – მიზეზი კამერებია?

ქალთა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი “ნიკე” და “ლანჩხუთი” ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მატჩი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი “ტორპედოში” დაბრუნდა

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაბრუნდა. ჩხეტიანი გუნდთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს და მისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფინეთი – ბელგიის მატჩში მოედანზე შეჭრილი ქალბატონი კრიპტოვალუტას არეკლამებდა (ფოტო,

22 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიამ ფინეთი 2:0 დაამარცხა. სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ გერმანიის ნაკრებს სტადიონის LGBT+ ფერებში განათების უფლება არ მისცა

უეფამ გერმანიის თხოვნა “ალიანც არენას” LGBT+ საზოგადოების ფერებში განათების შესახებ არ დააკმაყოფილა. მიზეზად კი ნეიტრალიტეტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძიუბა: “თანაბარი თამაში იყო, დანია ჩვენი დონის გუნდია”

რუსეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, არტემ ძიუბამ დანიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

2012 წლის ზაფხული – “ქართველი მესი” “ჯენოასგან” შემოთავაზება

28 წლის ასაკში “ქართველი მესი”, გიორგი ჭანტურია კარიერას ასრულებს. ჭანტურია ბოლო 2 წელია მოედანზე არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხეილ აშვეთია “სამგურალში” დაინიშნა

წყალტუბოს ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გამოცდილი სპეციალისტი მიხეილ აშვეთია დაინიშნა. აშვეთია ბოლოს ქუთაისის ,,ტორპედოს” მთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი რეპერტუარი – როცა ტექსტი არ იცი (ვიდეო)

ყაზანის “რუბინი” სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, რომლის მთავარი გმირიც ხვიჩა კვარაცხელიაა. View this post […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეტო: “რამოსის “ბარსელონაში” მოყვანა რომ შემეძლოს, არც კი დავფიქრდებოდი&#

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, სამუელ ეტომ, პრესასთან საუბრისას სერხიო რამოსის საკითხს შეეხო. როგორც იცით, ესპანელი [&hellip...
წაკითხვა