საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების წევრმა ზურა ტყემალაძემ, გუნდის სახელით, ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
“ჩვენ, ქართველი ჩოგბურთელები, სრულ მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ის მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც სპორტსმენის წინააღმდეგ არის მიმართული და მიზნად ისახავს ნიკოლოზ ბასილაშვილის რეპუტაციის შელახვას საერთაშორისოს ასპარესზე.
ისე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩვენც მხარს ვუჭერთ ცივილურ, მშვიდ და სამართლებრივ პროცესს, რომლის საშუალებითაც სიმართლე აუცილებლად დადგინდება. მოვუწოდებთ არასამთვრობო სექტორსა და მედიას, დაელოდონ სასამართლო პროცესის დასრულებას და ნუ გაუსწრებენ მოვლენებს წინ. სპორტის გულშემტკივრებს კი ვერავინ ვერ მიგვითითიებს თუ რა ფორმით და როგორი ემოციით გავიზიაროთ ნიკა ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობა.
კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კოლეგას. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!!!” – ვკითხულობთ განცხადებაში.