საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ოქსანა კალაშნიკოვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

თარიღი: ივლისი 18, 2021

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ოქსანა კალაშნიკოვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას, ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში.

მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებით, მას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა შეეძლო, მაგრამ ქართულმა მხარემ განაცხადი არ გააგზავნა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რატომ თამაშობდა ოლიმპიადაზე რონალდო რონალდინიოს გვარით? (ვიდეო)

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ უთამაშია. […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

შერაზადიშვილი: “განადგურებული ვარ, ტატამის დანახვა აღარ მინდა”

ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ [&hel...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“ვნახე დასკვნა და პირდაპირ ვუთხარი, ზურა ნუ გარისკავ. კინაღამ გული გადამიტრიალდაR

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც იცით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინა გადაეცა!

28 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 29 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი სპორტსმენი იასპარეებს. მედლის მოპოვებას შეეცდება ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“ეს თუ ჭკვიანი იყოს…” – ტალახაძე ლაშა ბექაურზე (ფოტო)

ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ძიუდოისტი ლაშა ბექაურის წარმატებას ეხმაურება. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ლაშა ბექაურმა რუსი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა! (ვიდეო)

ლაშა ბექაური – მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი) იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ტატამიზე გაითიშა (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/4-ფინალში ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს, მიხაილ [&...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ეთერ ლიპარტელიანი: “ჩემთვის ეს იმდენად რთულია, რომ გათიშული ვარ”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 21 წლის სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა […]...
წაკითხვა