საქართველოს ჩვიდმეწლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდშია!
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში მონტენეგრო 2:0 დაამარცხა და ელიტ-რაუნდის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.
გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. გოლებით ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩნენ.
ტურის მეორე შეხვედრაში იტალიამ ლატვია 1:0 დაამარცხა და საქართველოსთან ერთად ჯგუფიდან გასვლა იტალიელებმაც ვადამდე გაინაღდეს.
შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი 30 ოქტომბერს, 18 საათზე “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” გაიმართება.
საქართველო U17: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი აზაროვი, კვარაცხელია, გულიაშვილი (73’ გაგუა), დავითაშვილი (80+3’ მოისწრაფიშვილი), აბზიანიძე (65’ ლორდქიფანიძე), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: კუტალაძე, ბაქრაძე, ჯანგველაძე, ლომთაძე, შვარცი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მონტენეგრო U17: რადულოვიჩი, პუპოვიჩი, რადენოვიჩი, მილიკიჩი, ოსმანოვიჩი, პ. ვუკჩევიჩი, ბოჟოვიჩი (65’ მიკიჩი), დრინჩიჩი, ი. ვუკჩევიჩი (76’ შიმუნი), გასევიჩი (41’ მუზუროვიჩი), დინოსა
სათადარიგო შემადგენლობა: ჟივანოვიჩი, მუდრეშა, კრივოკაპიჩი, ვუიანოვიჩი, დუბლიევიჩი
მთავარი მწვრთნელი: ბორის მილიჩკოვიჩი
მსაჯები: გლენ ნიბერგი (შვედეთი), ფრედერიკ კლივერი (შვედეთი), იაშარ აბასოვი (აზერბაიჯანი), რაჰიმ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
გაფრთხილება: 2’ დავითაშვილი, 19’, 31’ ოსმანოვიჩი, 21’ მილიკიჩი, 27’ რადენოვიჩი, 62’ აბზიანიძე, 64’ ვუკჩევიჩი
გაძევება: 31’ ოსმანოვიჩი
გოლები: 1:0 დავითაშვილი (28), 2:0 კვარაცხელია (46)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.