საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

თარიღი: იანვარი 9, 2020

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ლაშა ტალახაძისადმი ბრალდებას გამოეხმაურა, რომელიც გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში გააჟღერა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელიც დოპინგს ეხება. ამ ფილმში გაჟღერებული ერთ-ერთი ბრალდება ასეთია – ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას დოპინგ ტესტი არ ჩაუტარდა. ასევე, ჟურნალისტის თქმით, ქართველ ძალოსანს დოპინგ-კონტროლი არასაშეჯიბრო პერიოდში 2013, 2014, 2015 არ გაუვლია.

გთავაზობთ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის განცხადებას:

“მსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურჯნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ დამზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსანის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.

თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, რომ მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტების და ფაქტების იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, რომ თითქოსდა ლაშა ტალახაძეს არასოდეს ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც რა თქმა უნდა მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით. მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადექვატური თხოვნის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი ჰქონდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო – არცერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოვებია ლაშა ტალახაძეს ან სხვა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

მაინტერესებს გავიგო რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?

ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ხაზგასმულია თარიღები 2015-2016 წლებში სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების პერიოდი. როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.
”იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. “მსურს ყველაფერი საუკეთესოს ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე. ” – ლაშა ტალახაძე

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ჰერ ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან.

დავით ყიფშიძე
საქართელოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი.”
– ვკითხულობთ განცხადებაში.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა ტოკიო 2020

სანდრო ბაზაძე: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მსაჯებს პასუხი გავცე”

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ განაცხადა, რომ ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად მზად იყო, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

აჩიკო ბოლქვაძემ რუსი მეტოქე სუფთად დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 80კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე აჩიკო ბოლქვაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“არ ვიცი, ეს რატომ მოხდა” – ბილოდიდის ცრემლები ბრინჯაოს მედლის მოპოვების

24 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -48 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დარია […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვარლამ ლიპარტელიანმა ლუხუმ ჩხვიმიანი გაამხნევა (ფოტო)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს პირველი სატურნირო დღის დასრულების შემდეგ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“ქვეყანა მისით ამაყობს!” – მაკრონმა ლუკა მხეიძეს მედლის მოპოვება მიულოცა

საფრანგეტის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალური ქსელის საშუალებით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლუკა მხეიძის წარმატებას გამოეხმაურა. ლუკა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 25 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 25 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხუთი წევრი იასპარეზებს. ქართველების საშეჯიბრო […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს პირველი ნომერი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა! (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში მსოფლიოს პირველ ნომერს, კორეელ სანგუკ ოჰს […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რუსეთის პირველმა არხმა ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინელთა გამოსვლა არ აჩვენა (ვიდეო)

23 ივლისს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ტრადიციულად, ოლიმპიურ სტადიონზე ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნების დელეგაციები […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 24 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

დღეს, 23 ივლისს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ხვალიდან ქართველი სპორტსმენები ასპარეზობას დაიწყებენ. […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ალჟირელი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე აღარ გამოვა – მიზეზი ებრაელთან შესაძლო შეხვედრაა

22 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, ვის შეხვდებიან სპორტსმენები პირველ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ეკო გორგოძე ოლიმპიადასთან დაკავშირებულ სკანდალს სახალისო ფოტოთი გამოეხმაურა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ სკანდალს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ალჯამეინ სტერლინგმა თბილისში სვანური ცეკვა შეასრულა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი რამდენიმე დღის წინ საქართველოში მეგობრებთან და ხსენებული ორგანიზაციის გამორჩეულ სპორტსმენებთან […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

საქართველოს ბანკი Fanebi.Com-ის პარტნიორია!

Fanebi.Com მოხარულია გაცნობოთ, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მიმდინარეობისას ჩვენი პარტნიორი საქართველოს […]...
წაკითხვა