საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე
30 აგვისტოს, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მამაკაცებში 9, ხოლო ქალებში მხოლოდ ერთი ძიუდოისტი დაარეგისტრირა.
მწვრთნელებმა ორი წონითი კატეგორია (60, 90) გააორეს. მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოისტები უკვე დარეგისტრირდნენ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საბოლოო არ არის. მწვრთნელებს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რომელიმე კონკრეტული ძიუდოისტის ჩანაცვლება სხვა ძიუდოისტით შეუძლიათ. მაგალითად, 90 კგ. წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულნი, მაგრამ დიდი ალბათობით, ბრატისლავას ტურნირის დასრულების შემდეგ პაპუნაშვილს ბექა ღვინიაშვილი ან ავთანდილ ჭრიკიშვილი ჩაანაცვლებს.
ცნობილია ისიც, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ტურნირზე არ გამოვა, რადგან ბაქოში მხოლოდ ერთი ქალით ვიქნებით წარმოდგენილი. გუნდურ ტურნირში ნაკრების რიგეში სამი მამაკაცი და სამი ქალი უნდა იყოს. მარიამ ჯანაშვილი კი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის, იმ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, რომელიც გუნდურ ტურნირში არ შედის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-60: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი;
-66: ვაჟა მარგველაშვილი;
-73: ლაშა შავდათუაშვილი;
-81: ზებედა რეხვიაშვილი;
-90: უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი;
-100: ვარლამ ლიპარტელიანი;
+100: გურამ თუშიშვილი.
-52: მარიამ ჯანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 20-27 სექტემბერს გაიმართება.