საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ნუგზარ ტატალაშვილთან დაკავშირებულ ამბავს გამოეხმაურა

თარიღი: ივლისი 26, 2018

26 ივლისს JudoInside.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქართველი ძიუდოისტი, ნუგზარ ტატალაშვილი სექტემბრიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ადასტურებს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ქართველი სპორტსმენის საკუთარ ქვეყანაში წაყვანის სურვილი ჰქონდათ, თუმცა დებულებიდან გამომდინარე ეს მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ვერ მოხდება.

გთავაზობთ განცხადებას, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა:

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია სპორტსმენ ნუგზარ ტატალაშვილის არაბთა გაერთიანებულ საემიროში გადასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ადასტურებს, რომ მათი მხრიდან იყო მოთხოვნა აღნიშნული სპორტსმენის მათი დროშის ქვეშ გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი მხრიდან ერთმნიშვნელოვნად იქნა ნათქვამი უარი, გამომდინარე იმ დებულებიდან, რომელიც მიღებული აქვს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს 2013 წლის 23 მაისს:

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დებულება ძიუდოისტთა სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლასთან დაკავშირებით:

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს, რომელიც მოისურვებს სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას, მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ნაკრები გუნდის წევრად განისაზღვროს სპორტსმენი, რომელსაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირზე სახელმწიფოს დაფინანსებით. აღნიშნული წესი ძალაში შევიდეს 2013 წლის 23 მაისიდან. რაც შეეხება სხვა დანარჩენ შემთხვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ დრომდე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი იტოვებს უფლებას ინდივიდუალურად განიხილოს საკითხი თითოეულ სპორტსმენთან მიმართებაში.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია მოუწოდებს ყველა სააგენტოს თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან”, – ვკითხულობთ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რას აპირებს ხაბიბ ნურმაგომედოვი კარიერის დასრულების შემდეგ?

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის ეკონომისტობას აპირებს. “მე მოსკოვის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კუნელაშვილის პირველი გოლები გერმანიაში

ალთა ეროვნული ნაკრების ხელბურთელი ქეთი კუნელაშვილი თურქეთის არდაშენიდან გერმანიის ობერ-ეშბახში გადავიდა და უკვე ჩაება ამ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-10 სატურნირო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. ტოჩინოშინმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?

შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი სპორტსმენი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, შესაძლოა, მალე ოქტაგონზე ვიხილოთ. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ აღნიშნა ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონობა (ვიდეო)

15 სექტემბერს, ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის ფინალში 55კგ. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-8 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი შოდაის დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა მიმდინარე ტურნირზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის შეხვედრის ჩატა

მადრიდის “რეალის” მესვეურები აქტიურად განიხილავენ “სანტიაგო ბერნაბეუზე” რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის საჩოგბურთო მატჩ...
წაკითხვა
სხვადასხვა

გახდება თუ არა ხაბიბის შვილი MMA-ს მებრძოლი – ნურმაგომედოვის პასუხი

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი რუსული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფრანგი ექიმები: “მიხაელ შუმახერი ცნობიერ დონეზეა”

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მკურნალობის მორიგ ეტაპს გადის. გასულ უქმეებზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე პირველი შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მესამე დღეს თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტი დღეს ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა მიიღო ლიანა ჯოჯუამ UFC-ში გამართული პირველი ორთაბრძოლის შემდეგ?

შაბათს, 7 სექტემბერს, შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 24 წლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩიქოვანი EHF თასის მეორე წრეშია

საქართველოს ნაკრები ხელბურთელის, ირაკლი ჩიქოვანის გუნდი, კონსტანცა EHF თასის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა. რუმინულმა გუნდმა […]...
წაკითხვა