საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის სადებიუტო მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. საწვრთნელ პროცესში 1 სექტემბერიდან 25 ფეხბურთელი მონაწილეობს, მათ შორის, თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძეც შეუერთდა. ხვალიდან, საქართველოს ნაკრებს თბილისში ორჯერადი ვარჯიშები ექნება.
ესტონეთში გამგზავრებამდე ვლადიმირ ვაისის გუნდის საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზეა დაგეგმილი.
4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში ჩარტერული რეისით გაემგზავრება. ესტონეთი – საქართველოს მატჩის მასპინძელ სტადიონზე ჩვენი გუნდი ერთ ვარჯიშს ჩაატარებს. 2020/2021 წლის უეფას ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრა 5 სექტემბერს ა ლე კოქ არენაზე, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
ესტონეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება. უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა 8 სექტემბერს დინამო არენაზე, 20 საათზე გაიმართება. საქართველოს მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.
უეფას ერთა ლიგის ორივე ტურის შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
gff.ge