საქართველოს ეროვნული გუნდების ახალი იდენტობა

თარიღი: მაისი 24, 2022

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა.

შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ.

ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთთან ასოცირებული სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული – როგორც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები და ჟურნალისტები. ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა.

ჩართულ მხარეებთან ერთად, ხანგრძლივი კვლევის, კონსულტაციების და ინტერვიუების შედეგად, ნაკრების მიმდინარე ცხოვრების საერთო სურათი გამოიკვეთა და ეროვნული ნაკრების თანამედროვე და ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბებისთვის, მყარი იდეოლოგიური საფუძვლის ჩამოყალიბება გადაწყდა.

ლევან კობიაშვილი: „ვფიქრობ, რომ ეროვნული ნაკრების ბრენდმა მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც აუცილებელი იყო ცვლილება. ცვლილება, რომელიც იქნებოდა დროსთან ადეკვატური, თანამედროვე და ასევე, გაიზიარებდა ჩვენი რეალობის კონტექსტს და პრობლემატიკას.“

ფილოსოფია

პირველ რიგში, შემუშავდა ბრენდის პლატფორმა, რომლის უმთავრესი იდეა სპორტსმენების მუდმივი თვითგანვითარებაა, რადგან სწორედ ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარი ერთობა ხდის ეროვნულ ნაკრებს კონკურენტულ და ანგარიშგასაწევ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე.

შეიცვალა ბრენდის ვიზუალური იდენტობა, სადაც ბრენდის არქერტიპი გმირია. ის, ვინც საკუთარ თავში სისუსტეს ამარცხებს და საკუთარი მიზანდასახულობით, სხვებსაც შთააგონებს.

ტატა მატვეევა (ქალთა ნაკრების კაპიტანი): „ყველა სპორტსმენი უნდა ფიქრობდეს, როგორ განავითაროს საკუთარი თავი, როგორ იყოს ყოველდღე უკეთესი და არასდროს დაკმაყოფილდეს მიღწეულით და გააკეთოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ცხადია, ამისთვის დიდი ნებისყოფა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო.“

სიმბოლიკა

ამ შინაარსის გამომხატველი ვიზუალური სიმბოლიკა თავად ჩვენი ქვეყნის გერბზეა გამოსახული – წმინდა გიორგი სიძლიერის, იმედის, ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლოა.

ამ სიმბოლოს ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტაცია საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებაა – ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებ, თუ დაამარცხებ სისუსტეს შენში. სწორედ ამიტომ იქცა ამ სიმბოლოს განახლებული, თანამედროვე ვარიაცია ეროვნული ნაკრების ბრენდის ვიზუალურ იდენტობად.

სიმბოლოს მოყვა ვიზუალური სტილიც. მასში გამოყენებული უნიკალური “პატერნი” ქართულ ხასიათსა და სიმბოლიკას ჰარმონიულად აერთიანებს ბრენდის იდენტობასთან.

ვერბალური იდენტობა

“მე ვარ საქართველო” – ბრენდის ახალი სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც ახალ იდეოლოგიას ახმოვანებს.

ამ ფრაზას, ერთის მხრივ, ამბობს ბრენდი, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს და თავიდან ეცნობა სამყაროს, მეორეს მხრივ, ამბობს ფეხბურთელი რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ყოველდღიური ძალისხმევით მუდმივად ვითარდება, ავლენს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამგვარად ახდენს კონტრიბუციას საერთო საქმეში და ასევე ამბობს გულშემატკივარიც, რომელიც მთელი ქვეყნის სახელით უჭერს მხარს ეროვნულ ნაკრებს.

გურამ კაშია (ვაჟთა ნაკრების კაპიტანი): „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ინსპირაციის მომცემი ფრაზაა “მე ვარ საქართველო” – მე ვიაზრებ პასუხისმგებლობას, რომ ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი – გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები, ნებისმიერ შემთხვევაში მე ვარ პასუხისმგებელი. ეს მთელმა ერმა უნდა გავითავისოთ – ყველაფერი ჩვენგან იწყება და თითოეული ჩვენგანი ვართ ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე პასუხისმგებელი.“

უნიკალური დიზაინის ფორმა

ბოლოს, შეიცვალა საფეხბურთო ნაკრების ფორმების დიზაინიც – ვიზუალური იდენტობის მიხედვით შეიქმნა სამი განსხვავებული ფორმა (საშინაო, საგარეო და მესამე), რომლებიც ირეკლავს ბრენდის ახალ ფილოსოფიას, ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს, აძლიერებს ნაკრებს, როგორც ბრენდს და გულშემატკივრებს ახალ, ეროვნულ სიმბოლიკასთან შესაბამისობაში მყოფ ვიზუალურ გადაწყვეტას სთავაზობს.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ახალ ეტაპზე გადასასვლელად, უპირველესად, არსებული პრობლემების გაანალიზება, მისი მიზეზების ძებნა და გადაჭრის გზების ძიებაა საჭირო.

მთავარი შეცდომა, რომელიც წარმატების მიღწევაში გვიშლის ხელს ისაა, რომ მუდამ სხვაგან ვეძებდით და ვეძებთ პრობლემას. გვავიწყდება ის, რომ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა – ვაკეთებ მე ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემი გუნდი, ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს?

არ უნდა გვეშინოდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, არ უნდა გვეგონოს, რომ სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არამედ ჩვენვე უნდა ვიყოთ მუდამ ჩვენი შესაძლებლობის ზღვარზე და თუ თითოეული ჩვენგანი ამ იდეით გაერთიანდება, სწორედ ეს განსაზღვრავს შემდგომ ჩვენ წარმატებას.

ჩვენი ახალი ლოგო და სლოგანიც ამ ფილოსოფიას ატარებს – “მე ვარ საქართველო” – ვიაზრებ ჩემს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, იმას, რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე.

მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელად გვჯეროდეს ამ სიტყვების, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები და ვთქვათ, რომ დიახ, სწორედ მე ვარ საქართველო, მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ეს გუნდი, ეს ქვეყანა წარმატებული იქნება.“

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): „ჩვენი პრობლემა მუდამ ის იყო, რომ ვერ გადაგვქონდა ფეხბურთელების ინდივიდუალური წარმატება გუნდურ წარმატებაში. ვერ შევძელით გაგვეერთიანებინა ჩვენი სიძლიერე.

ვფიქრობ, ყველა ძლიერი გუნდის უკან ძლიერი ფილოსოფია და იდეოლოგია დგას, რომელიც უნდა აერთიანებდეს ბავშვთა ფეხბურთს, ქალთა, ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებს. ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ, რომ წარმატებისთვის ინდივიდუალურად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი იქნება, გულშემატკივარი თუ ფეხბურთში ჩართული სხვა პირი – ყველამ ჩვენი საუკეთესო შედეგი უნდა ვაჩვენოთ.

თუ მე არ მივცემ მაგალითს, რომ მე ვაკეთებ ჩემს საუკეთესოს, ვერც სხვას მოვთხოვ ამას. თუ გუნდში თითოეული ინდივიდი ძლიერია და პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, საბოლოოდ მთელი გუნდი წარმატებულია.

ახალი ლოგოც სწორედ ამ იდეოლოგიას ატარებს – ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ყოველთვის ჩვენივე თავია. როცა წარმატების მიღწევა გვინდა, პირველ რიგში, ჩვენი თავი უნდა დავამარცხოთ.

ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება ეს ცვლილებებიც, რომლის განხორციელებაც დიდი ხანია გვინდა და ვთვლი, რომ ახლა ყველაზე სწორი და კარგი დროა ახალი ეტაპის დასაწყებად და ეს ძალიან განსაკუთრებული მომენტია ქართულ ფეხბურთში.“

ვილი სანიოლი (ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვახსენებთ, მხოლოდ გუნდს არ მოვიაზრებთ – ეს არის ის ღირებულებები, ფასეულებები და კულტურა, რომლებიც ამ გუნდის უკან დგას.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია აღნიშნული ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი საკუთარი გუნდის გარდა, მიეკუთვნებოდეს ძლიერ ინსტიტუციას, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული, საქვეყნოდ ცნობადი მახასიათებლები აქვს. ფილოსოფიაც ხომ ჩვენს თავში არსებული ხმაა, რომელიც გვეხმარება, არ დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ, რა გვინდა და რა მიზნები გვაქვს, საით მივისწრაფვით.

ფეხბურთელები იცვლებიან, თუმცა ბრენდის ღირებულებები და იდენტობ რჩება, ამიტომ, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის მყარად დამკვიდრება სპორტის ინდუსტრიაში – მკაფიოდ განსაზღვრა, რა არის გუნდის ფასეულობები, საით აქვს გეზი აღებული, ა.შ.

ვთვლი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დასაწყისში ვართ და ძალიან მიხარია, რომ ამ ცვლილებების დამსწრე და თანამონაწილე “სტუმარი” მეც გახლავართ.“

ვატო ქავთარაძე (ვინდფორსის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი): ქართული ფეხბურთი, როგორც ბრენდი, საბჭოთა კავშირის ეპოქაში ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც ეს ეპოქა დასრულდა და ჩვენმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი დამოუკიდებელი საფეხბურთო ფილოსოფიის შექმნა, რომელზეც შემდეგ მთელი დარგი და სამოქმედო სისტემა დაშენდებოდა.

ჩვენ უბრალოდ ინერციით გავაგრძელეთ სვლა და, შესაბამისად, დღემდე ექოსავით მოგვყვება პრაქტიკულად ყველა ის მანკიერი და დრომოჭმული სააზროვნო მოდელი, რომელიც საბჭოთა სისტემას ახასიათებდა.

უმთავრესი და ყველაზე დესტრუქციული, რაც იმ ეპოქას ახლდა, იყო კოლექტივიზმი – სადაც ინდივიდები, მათი შესაძლებლობების მიუხედავად, ხელოვნურად თანაბრდებოდენ ერთმანეთთან. სისტემა მთლიანად შეზღუდვებზე, ლიმიტებზე და იერარქიულ შიშზე იყო აგებული. ის რკინის ფარდა, რომელიც ჩვენ თავისუფალი სამყაროსგან გვყოფდა, ისეთ ჩარჩოებს ქმნიდა ჩვენ ცნობიერებაში, რომლებიც ამ სამყაროსთან ჩვენ სრულფასოვან ინტეგრაციას შეუძლებელს ხდიდა – მას შემდეგაც კი, რაც ეს ფარდა ჩამოიშალა.

ამიტომ, ამ კოლექტივიზმისგან ერთხელ და სამუდამოდ გასათავისუფლებლად, ჩვენ მას ინდივიდუალიზმი დავუპირისპირეთ – სწორედ ის, რაზეც დასავლური ცივილიზაცია დგას და რაც განასხვავებს მას საბჭოურისგან.

ახალი ბრენდ პლატფორმის მთავარი ქვაკუთხედი ინდივიდია – ინდივიდი, რომელსაც აქვს უნარი თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მუდმივი თვითგანვითარების რეჟიმში წარმართოს თავის ცხოვრება და სპორტული კარიერა.

მხოლოდ ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარ ერთობას აქვს შანსი აქციოს ეროვნული ნაკრები კონკურენტულ და ანგარიშგასაწევ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე.“



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

შესაძლოა, ჯეკ უილშირი “არსენალის” მწვრთნელი გახდეს

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი ჯეკ უილშირი “მეთოფეთა” რიგებში შესაძლოა მწვრთნელად დასაქმდეს. Evening Standard-ის ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “უკვე ერთია წელია ერთად ვართ”

ხვიჩა კვარაცხელიამ Youtub არხ Nobel-ზე შეყვარებულზე და მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. “ჩემთან ერთად ჯერ ვერ მოდის. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერია A-მ სკუდეტოსთვის “ოქროს მატჩი” დააწესა

იტალიის ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ ტურნირის რეგლამენტში ახალი ცვლილება შეიტანა. სერია A-ში იყო წესი, რომლის თანახმადაც, ორ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაცოლა ლუკაკუზე: “არასდროს მინახავს, რომ ფეხბურთელს ასე სურდეს ყოფილ გუნდში დაბრუნებ

მილანის “ინტერის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ გუნდში რომელუ ლუკაკუს დაბრუნების შესახებ ისაუბრა. “ძალიან მომწონს ლუკაკუ. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის წინ – რა ვერ მიიღო გია გეგუჩაძემ?

სულ მალე ბათუმის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ “სლოვანს” დაუპირისპირდება, რომელიც მუდმივად გაძლიერებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დადასტურდა: ჩაკვეტაძე საქართველოში არ დაბრუნდება

საქართველო ეროვნული ნაკრებისა და “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ეროვნულ ლიგაში არ გააგრძელებს. მოლაპარაკება, რაც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაიას ულტიმატუმი, ღირსეული საქციელი და ნაკრების დასტური

კვიპროსული პრესის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია სულ მალე კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს. “ქეცბაია კვიპროსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ასენსიოს ყიდის

მადრიდის “რეალმა” მარკო ასენსიოს ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა. “სამეფო კლუბი” 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკას ლეივა მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ლუკას ლეივამ რომის “ლაციო” დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩელებაძე ძველ ისტორიას იხსენებს: “ჩივაძეს ხელი მაგრად ჩაავლო და საშა გაფითრდა კიდეც&

“დინამო თბილისის” ლეგენდარული ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე ძველ და უცნობ ისტორიას იხსენებს. “მინსკში მე და ჩივაძე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს დასვენების დღეებს კრიშტიანო რონალდუ (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ დასვენების დღეებს იბიცაზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. პორტუგალიელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვემ” ნეიმარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა

ესპანური “ასის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსმა” “პარი სენ-ჟერმენიდან” ნეიმარის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” ფინანსები იშოვა? გუნდს ახალი მეკარე, მცველები და მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო გუნდი “ლოკომოტივი” სეზონის დაწყების წინ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის გამო ფინანსების გარეშე დარჩა და თითქმის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მილანის “ინტერი” პაულო დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგრადან” ლიდერები მიდიან

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან სოლომონ კვირკველია წავიდა, რომელიც, დიდი ალბათობით, რუმინულ [&he...
წაკითხვა