საქართველოს ეროვნული ნაკრები E ჯგუფში მოხვდა
ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევ ტურნირში საქართელოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილნი არიან. ბარსელონას გამართული კენჭისყრის შედეგად ჩვენი ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ – საქართველო ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან გაარკვევს ურთიერთობას.
ჩვენი გუნდი ევროშესარჩევ ტურნირს 10 აგვისტოს შინ, ჩეხეთთან მატჩით იწყებენ, რის შემდეგაც 3 გასვლითი თამაში აქვთ – 13 აგვისტოს უნგრეთში, 17 აგვისტოს – პორტუგალიაში და 20 აგვისტოს – ჩეხეთში. საქართველო შესარჩევ ტურნირს 2 საშინაო მატჩით დაასრულებს – 24 აგვისტოს უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 27-ში – პორტუგალიას.
საქართველო 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მე-2 ადგილზე გავიდა, ბოლო – მე-4 ადგილზე გასულ გუნდთან ნაჩვენები შედეგები ჩამოეჭრება და დანარჩენი ჯგუფების მეორეადგილოსნებთან ცალკეულ კლასიფიკაციაში მოხვდება. ეს საიმისოდაა საჭირო, რომ გამოვლინდეს ევრობასკეტის საგზურის მფლობელები. ჯგუფებში გამარჯვებულ 7 გუნდს, 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება. ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი კი ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩება.
E ჯგუფის კალენდარი
10 აგვისტო
საქართველო – ჩეხეთი
პორტუგალია – უნგრეთი
13 აგვისტო
ჩეხეთი – პორტუგალია
უნგრეთი – საქართველო
17 აგვისტო
პორტუგალია – საქართველო
ჩეხეთი – უნგრეთი
20 აგვისტო
უნგრეთი – პორტუგალია
ჩეხეთი – საქართველო
24 აგვისტო
პორტუგალია – ჩეხეთი
საქართველო – უნგრეთი
27 აგვისტო
საქართველო – პორტუგალია
უნგრეთი – ჩეხეთი