WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (374596) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის შეიკრიბა

თარიღი: ოქტომბერი 9, 2018

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი დღეს 15 კაციანი შემადგენლობით შეიკრიბა. ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბებში კვირას გამართეს შეხვედრები საწვრთნელ პროცესში 9 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა მომავალი მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთეს:

ნიკა კვეკვესკირი: „ერთა ლიგაზე ჩვენი გუნდის პირველი ნაბიჯები ნამდვილად წარმატებული გამოდგა. მაქსიმუმს მივაღწიეთ, ორ თამაშში ექვსი ქულა ავიღეთ და გოლი არ გავუშვით. ჩემი აზრით, ნაკრები გაიზარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისწავლა იმ თამაშების მოგება, რომელშიც ფავორიტად ითვლება. ქართველი გულშემატკივარი ერთა ლიგის ყველა თამაშში გამარჯვებას ითხოვს, მითუმეტეს ისეთი დებიუტის შემდეგ როგორიც ჩვენ გვქონდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ყველა მოტივირებული ვართ.”

ვაკო გვილია: „ყველამ კარგად ვიცით როგორ უყვართ ფეხბურთი საქართველოში, გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაბრუნება და სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდი ამას გრძნობს და ჩვენ სწორედ ამისთვის ვთამაშობთ.

რა თქმა უნდა, შემდეგი მატჩები როგორც ჩვენთვის ისე ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთა ლიგა კარგად დავიწყეთ, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს, პირიქით მეტი პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით უნდა მოვეკიდოთ მომავალ შეხვედრებს.“

ოთარ კაკაბაძე: „წინ გადამწყვეტი ორი თამაში გველის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდი თვითდაჯერებულია და ეს გასულ თამაშებში ნაჩვენები კარგი შედეგითაა გამოწვეული. ვთვლი, რომ იმ ქართველ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მრავლად იქნება სტადიონზე შევძლებთ გამარჯვებას.“

ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ტრავმის გამო გამოტოვებენ. მიმდინარე წლის ბოლომდე, ტრავმის გამო გუნდს გიორგი ქვილითაიაც ვერ დაეხმარება.



მსგავსი სიახლეები