საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე ხორვატიის ჯგუფში იასპარეზებს

თარიღი: დეკემბერი 8, 2014

ევროპის ჩეპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ეტოქეები ცნობილია. დღეს, პარიზის დისნეილენდში ევრობასკეტ 2015-ის კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც ტურნირის მონაწილე 24 ნაკრები ჯგუფებში გაანაწილა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან: მასპინძელი ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია. აქვე დავძენთ, რომ პირველად, ევროპირველობის ისტორიაში, კონტინენტის ჩემპიონატი, უფრო სწორად მისი ჯგუფური ეტაპი, ერთდროულად 4 ქვეყანაში იმართება, ფინალურ ეტაპს კი მათგან ერთ-ერთი – საფრანგეთი უმასპინძლებს.

საქართველო ჯგუფურ ეტაპზე ზემოთჩაოთვლილ გუნდებთან ერთად ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იასპარეზებს. დანარჩენი 3 ჯგუფი ლატვიის დედაქალაქ რიგაში, გერმანულ ბერლინსა და საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართება. ცვლილება მოხდა გათამაშების ფორმატში. გაუქმდა მეორე ჯგუფური ეტაპი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ მერვედფინალიდან გაგრძელდება. შესაბამისად, თითოეული ჯგუფიდან უწინდელი 3-ის ნაცვლად, 4 საუკეთესო გუნდი გავა.

 

ჯგუფი

1.

ჰოლანდია

0/0

0

2.

საბერძნეთი

0/0

0

3.

ხორვატია

0/0

0

4.

სლოვენია

0/0

0

5.

მაკედონია

0/0

0

6.

საქართველო

0/0

0

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი:

 

5 სექტემბერი   საქართველო – ჰოლანდია

6 სექტემბერი   სლოვენია – საქართველო

8 სექტემბერი   საბერძნეთი – საქართველო

9 სექტემბერი   მაკედონია – საქართველო

10 სექტემბერი  საქართველო – ხორვატია

gbf.ge

მსგავსი სიახლეები