საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

თარიღი: ოქტომბერი 4, 2017

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. დღეს, გუნდს რვა ფეხბურთელი შეუერთდა. საწვრთნელ პროცესში ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იყო. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოფიციალური მატჩების მოლოდინშია.

თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ, ეროვნული ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა მოახლოებულ მატჩებზე და ტრავმირებულ თანაგუნდელებზე ისაუბრა:

„სამწუხაროდ, ტრადიციად გვექცა, საკვანძო ფეხბურთელების არყოფნა სანაკრებო თამაშების წინ. ჩემი აზრით, ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორიც თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე არიან, ნებისმიერი ევროპული ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია. რაც შეეხება მოტივაციას, ბოლო ოფიციალური თამაშია საკუთარ მოედანზე და ჯერჯერობით გამარჯვება არ გვაქვს. ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება იყოს მეტი მოტივაცია ? ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მაყურებელს, რომ შეგვიძლია კარგი, ხარისხიანი ფეხბურთის თამაში და შედეგის ჩვენება. განვლილი ორი თამაში ირლანდიასთან და ავსტრიასთან იყო ხარისხიანი ფეხბურთი, თუმცა სამწუხაროდ, გამარჯვების გარეშე. ახლა ხარისხიანი ფეხბურთი უკვე შედეგში უნდა ავსახოთ და მივაღწიოთ გამარჯვებას“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა უელსისა და სერბეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

საქართველოსა და უელსის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე და დინამო არენას სალაროებში შეგიძლიათ
საქართველო – უელსის მატჩი, დინამო არენაზე, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს სამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 აგვისტო

“ინტერი” სანჩესის თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს Manchester Evening News-ის ცნობით, მილანის “ინტერი” “მანჩესტერ იუნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რივალდო კოუტინიოს წარუმატებლობაში მესის ადანაშაულებს

“ბარსელონას” ლეგენდა და ოქროს ბურთის მფლობელი რივალდო ფილიპე კოუტინიოს “ბაიერნში” ტრანსფერს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ R...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტვიტერი 50 მოწინავე შავკანიანი ფეხბურთელის ანგარიშებს დააკვირდება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, ტვიტერის, ხელმძღვანელები მომდევნო დღეების მანძილზე ახლო მონიტორინგის ჩატარებას გეგმავენ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეინ რუნიმ სეზონის მეორე წითელი ბარათი სახეში ჩარტყმისთვის მიიღო (ვიდეო)

22 აგვისტოს, გამთენიისას “დი სი იუნაიტედისა” და “ნიუ-იორკ რედ ბულსის” მატჩი შედგა, რომელშიც გამარჯვება ნიუ-იორკელებს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესს კარიერის დასრულება ბექჰემის კლუბში სურს

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ბარსელონას” ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს კარიერის დასრულება “ინტერ მაი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეილორ ნავასმა “რეალის” ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა

მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა, კეილორ ნავასმა, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი მარტივია – ზინედინ ზიდანი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სპორტინგმა” “რეალს” ბრუნო ფერნანდეში კონკრეტულ ფასად შესთავაზა

“სპორტინგის” ხელმძღვანელებმა მადრიდის “რეალს” წინადადებით მიმართეს. ესპანური გამოცემები ირწმუნებიან, რომ პორტუგალიურ კლუბს თავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს (ვიდეო)

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) ლიეტუვაში დასრულებული უეფას განვითარების ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 აგვისტო

ფალკაო “გალათასარაის” უახლოვდება Don Balon-ის ცნობით, “მონაკოს” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო “გალათასარაიში” გადას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რუბინის” ქართველებმა მეკარესთან სანაძლეო წააგეს – რა გააკეთა ქართულმა ტ

ყაზანის “რუბინის” ქართველმა ლეგიონერებმა – ზურიკო დავითაშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მეკარესთან თერთმეტმეტრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვიდეოთამაშების მწარმოებელ იაპონურ კომპანია Konami-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, PES […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლა ანელკა: “იუვენტუსში” გატარებული პერიოდის მრცხვენია”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ “ბებერი სინიორას” რიგებში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ფრანგი ფეხბურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფიორენტინა” ადასტურებს: ფრანკ რიბერი ფლორენციაშია

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, კარიერას იტალიის სერია A-ში, კერძოდ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “შესაძლოა, კარიერა მომავალ წელს დავასრულო ან 40 წლამდე ვითამაშო”

ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ჯერაც არაა დარწმუნებული, თუ როდის დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. &#...
წაკითხვა