საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში (ვიდეო)
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი ღია ვარჯიში გამართა. თბილისის ზღვაზე მდებარე სკ „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშს მედიის წარმომადგენლები და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. დილის ვარჯიში ერთ საათს გაგრძელდა. კვირის ბოლომდე ვლადიმირ ვაისის გუნდი ყოველდღიურად ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებს. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობდა სოლომონ კვერკველია, რომელსაც მსუბუქი ტრავმა აქვს. ფეხბურთელი ამ ეტაპისთვის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
დღევანდელ ღია ვარჯიშში 19 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. ვლადიმირ ვაისი დღეს საქართველოსა და სან მარინოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს დაესწრება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს. დაასახელებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ხვალიდან სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.
სფფ-ის პრესსამსახური