საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

თარიღი: მარტი 22, 2018

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, 22 მარტს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ღია ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა „პოგონის“ მცველმა ლაშა დვალმა,რომელიც ტრავმირებულ დავით ხოჭოლავას შეცვლის. საწვრთნელი პროცესი კვლავ თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე წარიმართა. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ამხანაგურ მატჩებში საკუთარი შანსის მოლოდინშია. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა, ეროვნული ნაკრების დებიუტანთან, 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი: „ჩვენი დონის გუნდებისთვის ერთა ლიგა დიდი შანსია. წილისყრის შედეგად ჯგუფში ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად მოვხვდით, ჩვენი მიზანი კი, ამ ჯგუფიდან გასვლაა. ეს ყველას საერთო მიზანია, ხელმძღვანელობის, მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და ქართველი გულშემატკივრის.

ძალიან მიხარია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთან ერთადაა. პირველად მისი თამაში 16 წლის ასაკში ვნახე და ორ წელში მან დაუჯერებელი პროგრესი განიცადა. ჩაკვეტაძე მხოლოდ 18 წლისაა და ქართული ფეხბურთის ერთერთი ყველაზე დიდი ტალანტია. რა თქმა უნდა, მე ის გამოვიძახე იმისთვის, რომ ვათამაშო და დავაკვირდე. გიორგი ნაკრებში ვარჯიშით სიამოვნებას იღებს და გამოცდილებას აგროვებს. ვფიქრობ, მისი ნიჭი და საფეხბურთო შესაძლებლობები მას დიდ კარიერას უწინასწარმატყველებს. რაც მთავარია, სწორად აზროვნებს.გუშინ მის მშობლებს ვესაუბრე და გიორგის ჯერ ყველაფერი წინ აქვს. გიორგი ჩაკვეტაძე ლიტვასთან ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ჩვენი დონის გუნდებთან მოგება უნდა ვისწავლოთ. ლიტვა და ესტონეთი რეიტინგში ჩვენზე მაღლა არიან, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროებით. ჩვენი მიზანია შემტევი, ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშოთ. მოგება თუ გვინდა ჭკვიანურად და პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ. ეს ნიშნავს შემტევ ფეხბურთს და კარგ ბალანსს დაცვასა და შეტევაში. შეკრებაზე, მეკარეების გარდა, ოცი ფეხბურთელია. მსურს, შანსი თითქმის ყველას მივცე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ მოგება ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ“.

გიორგი ჩაკვეტაძე: „ოპტიმალური შემადგენლობით შევიკრიბეთ, სამწუხაროდ, ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა დაგვაკლდა. ვფიქრობ, რომ ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ორივე თამაში მოსაგები გვაქვს. გამარჯვება ჩვენთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ამხანაგური მატჩები ერთა ლიგაში საასპარეზოდ დაგვეხმარება.

რაც შეეხება ჩვენს შანსებს ერთა ლიგაში, გამორჩეული გუნდი არც ერთი არაა და თამაში ყველასთან შეგვიძლია. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ ტურნირის ფავორიტია.“

საქართველოს ნაკრების წლის პირველი მეტოქე, თბილისში 21 მარტს ჩამოვიდა, შეხვედრა საქართველოსა და ლიტვას შორის 24 მარტს შედგება. მეორე ამხანაგური მატჩი კი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ 27 მარტს გაიმართება.

ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება, მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

Gff.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სუპერლიგის მე-13 სავარაუდო კლუბი სახელდება

ევროპულ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 დამფუძნებელი კლუბია გაერთიანებული. დაანონსებულია კიდევ რვა გუნდი დამატება. “კორიერე დელო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაზიდისი სუპერლიგაზე: “მილანის” პრიორიტეტად იტალიის ჩემპიონატი რჩება”

უცხოურ მედიაში “მილანის” გენერალური დირექტორის, ივან გაზიდისის, პოზიცია გაჟღერდა ევროპის სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი მაგუაირი “მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-პრეზიდენტს დაუპირისპირდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ჰარი მაგუაირი კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდს დაუპირისპირდა. როგორც ირკვევა, “წითელი ეშმაკებისR...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩაიშლება თუ არა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ნახევარფინალები?

19 აპრილს ევროპის თორმეტმა გრანდმა ოფიციალურად დააანონსა ახალი ევროპული ტურნირის შექმნა. ევროპის სუპერლიგის შექმნას აგრესიული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესმა რონალდუს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. “კრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესი: “არ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც სხვა პრეზიდენტებს შეურაცხყოფას აყენებსR

მადრიდის “რეალისა” და ახლადშექმნილი ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ალექსანდერ ჩეფერინის ბოლოდროინდელ კომენტარს ეხმაურებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემი: “თამაში, რომელიც ასე გვიყვარს, საფრთხეშია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და “ინტერ მაიამის” მფლობელი, დევიდ ბექჰემი, ევროპის სუპერლიგის შექმნას კრიტიკულად უყურებს. შეგახსენებთ, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიდსი” მატჩის შემდეგ – “სუპერ ლიგის “მერსესაიდული წითელი

“ლიდს იუნაიტედის” პრეს-სამსახურმა “ლივერპულთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საინტერესო და ხმაურიანი განცხადება გააკეთა სოცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გერმანულ კლუბებთან არც კი გვისაუბრია” – ფლორენტინო პერესმა ტყუილი თქვა?

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა და ევროპის სუპერლიგის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, ფლორენტინო პერესმა გუშინ განაცხადა, რომ სუპერლიგაში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნი: “სუპერლიგის კლუბების ხელმძღვანელები სულელები არ არიან”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი, რომელიც დღესდღეობით “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაშა ტალახაძე თბილისის “დინამოს” აკადემიას ესტუმრა (ფოტო)

მსოფლიოს ყველაძე ძლიერი მამაკაცი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა, “დინამო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარგარიდა კორსეირუ – ჟოაო ფელიშის მეგობარი გოგონა (ფოტო)

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელის, 21 წლის ჟოაო ფელიშის რჩეული მარგარიდა კორსეირუა. მარგარიდა 18 წლის მოდელი და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია

“რუბინის” გენერალური დირექტორი, რუსტემ საიმანოვი, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით პრესასთან განცხადებას აკეთებს. შეგახსენებთ, რ...
წაკითხვა