საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების მესამე დღე
საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვასთან და ესტონეთთან ამხანაგური მატჩებისთვის უკვე სამი დღეა ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, დღეს მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. მოგვიანებით ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნულმა ნაკრებმა ორმხრივი თამაში გამართა. ლაშა დვალი უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ხვალიდან სრული დატვირთვით ივარჯიშებს. პოლონური „პოგონის“ მცველი, მთავარმა მწვრთნელმა ტრავმირებული დავით ხოჭოლავას ნაცვლად გამოიძახა.
ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის კვლავ 23 ფეხბურთელით ემზადება.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)
22 მარტის განრიგი
17:30 – ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია სასტუმრო „ჰუალინგში“
19:00 – საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში, თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე.
ამხანაგური მატჩების განრიგი
24 მარტი – საქართველო-ლიტვა
27 მარტი – საქართველო-ესტონეთი
ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, დასაწყისი 19 საათი, დასწრება თავისუფალია
Gff.Ge