საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში ანდორაში

თარიღი: ნოემბერი 13, 2018

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის ჩასატარებლად ანდორაში ჩავიდა. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს ეროვნული გუნდი ანდორაში არასრული შემადგენლობით იმყოფება. ნაკრებმა 12 ნოემბერს მსუბუქად ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების სამ ფეხბურთელს ჯაბა კანკავას, ნიკა კვეკვესკირს და სოლომონ კვირკველიას ანდორაში 13 ნოემბერს ელოდებიან. სამივე ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში სამშაბათიდან ჩაერთვება. პირველი ვარჯიშის მსგავსად, საწვრთნელი პროცესი 13 ნოემბერსაც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ხელოვნურსაფარიან სავარჯიშო მოედანზე შედგება.

უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ოთხი ტურის შემდეგ, ანდორას 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. საქართველო 12 ქულით ჯგუფის ლიდერია. საქართველოსა და ანდორას პირველი მატჩი თბილისში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

გიორგი მერებაშვილის კომენტარი ანდორაში გამართული პირველი ვარჯიშის შემდეგ:

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული წარმატების შემდეგ ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ამის მიუხედავად, ანდორას წინააღმდეგ მნიშვნელოვანი თამაში გველის. ხელოვნურსაფარიან მინდორზე მოგვიწევს თამაში და ეს გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ანდორას ნაკრები დაცვიდან ითამაშებს და თავისუფალი სივრცეების მოძებნა იქნება საჭირო. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ შეხვედრას მოვიგებთ.”

ოთარ კაკაბაძე: “ოთხი მოგების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მშვენიერი განწყობაა და ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. პირველ რიგში, ანდორას წინააღმდეგ გასამართი მატჩი აუცილებლად მოსაგებია. ვფიქრობ, რომ გამარჯვებას კვლავ ჩვენი ბრძოლისა და ბურთის კონტროლის ხარჯზე მოვიპოვებთ. რაც შეეხება ხელოვნურსაფარიან მოედანს, ნაკრების ფეხბურთელებს ჩემპიონატებშიც გვიწევს მსგავს მინდვრებზე თამაში, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო ნამდვილად არაა, მაგრამ მეტოქესაც იგივე საფარზე მოუწევს თამაში, ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და უნდა ვაჯობოთ მოწინააღმდეგეს.”

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მომდევნო ორ შეხვედრაში.

მეკარეები

გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელი

ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორასა და საქართველოს შორის 15 ნოემბერს, თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვინ შეხვდება “ლანჩხუთს” – ოთხი სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ხვალ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ოთხამდე შემცირდა იმ გუნდების სია, რომლებიც, შესაძლოა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკიმ კვარაცხელიას სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა

ყაზანის “რუნიბის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “დიოშდიორის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასი კორონავირუსის გამო გადაიდო

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ქალთა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი პაპუნაშვილს კოვიდ 19 დაუდასტურდა

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “სარაგოსას” ნახევარმცველს, გიორგი პაპუნაშვილს კოვიდ 19 დაუდასტურდა. საქართველოდან ესპანეთში დაბრუნებული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გოლი გავიდა (ვიდეო)

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გატანილი გოლის ავტორი გიორგი ნიქაბაძე გახდა. ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელმა გორის “დილასთან” [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთის ფედერაცია “ლანჩხუთის” ქალთა გუნდს 45 ათას ლარს ჩაურიცხავს

ქალთა საფეხბურთო გუნდი “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე გავიდა და 32 საუკეთესო გუნდში იასპარეზებს. “ლანჩხუთმა” [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “კვარაცხელიამ კოვიდი რუსეთში აიკიდა” (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემა “ბურთი და მოედანში” პირველად გააჟღერა ინფორმაცია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კორონაპანდემიის მიუხედავად, წელს ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოება ჩატარდება

კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონია მაინც შედგება, თუმცა მას ონლაინღონისძიების სახე ექნება. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ლორია: “რაც აქამდე ვაშენეთ, უცებ დაინგრა”

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ნოემბერში გამართულ მატჩებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. “წავაგეთ ყველაზე [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” პირველი ვარჯიში ახალ სტადიონზე (ფოტო)

21 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის “დინამო” გორის “დილას” უმასპინძლებს. ბათუმელები ახალ სტადიონზე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაბა კანკავა: “ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 34 წლის ნახევარმცველი ჩრდილოეთ მაკედონიასთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური მომენტი – ხატია ჭყონიამ გოლი გარდაცვლილი დისშვილის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

19 ნოემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად რუმინული “კლუჟი” 0:1 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაშია ვლადიმირ ვაისს: “სამწუხაროა, რომ ჩვენი ოცნება ვერ ავისრულეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს მადლობა გადაუხადა. 33 […]...
წაკითხვა