საქართველოს ეროვნული ნაკრების წინასამატჩო ვარჯიში და კომენტრები (VIDEO)

თარიღი: აგვისტო 4, 2017

დღეს საქართველოს ნაკრები ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში ლატვიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალში პოლონეთი და ლიტვა ითამაშებენ. ფინალი შაბათს 20:30 საათზე დაიწყება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი – 17:45-ზე.

საქართველოსა და ლატვიას დიდი ხნის მეტოქეობის ისტორია აქვთ. ბოლო დროს ამხანაგურადაც ბევრს ვთამაშობთ და ოფიციალურადაც. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს რიგაში საკონტროლო მატჩისას დამყარდა საქართველოს ნაკრების აბსოლუტური რეკრდი – ზაზა ფაჩულიამ 42 ქულა ჩააგდო. 2012 წელს, ასევე რიგაში გამარჯვებით (73:70) ევრობასკეტი 2013-ის საგზური მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრები ტურნირს დანაკლისით ხვდება: ზაზა ფაჩულია ამერიკაშია, ვიქტორ სანიკიძე – ტრავმირებული და ევრობასკეტზეც არ იქნება, ხოლო ბექა ბურჯანაძე გუნდთან ერთადაა, მაგრამ ლატვიასთან ვერ ითამაშებს.

ჩვენს მეტოქესაც სერიოზული დანაკლისი აქვს. იანის ბერზინსს ოპერაცია დასჭირდა, სანანტონიოელი დავის ბერტანსი ლატვიაში დარჩა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხოლო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი კრისტაპს პორზინგისი NBA-მ სამხრეთ აფრიკაში კემპზე მიავლინა. იგი აინარს ბაგაცკისის გუნდს კემპიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება.

გუშინ საქართველოს ნაკრებმა “შვიტურიუ არენაზე” ივარჯიშა. ეს ის დარბაზია, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტი შედგა ევრობასკეტზე. 2011 წელს ევროპის ჩემპიონატს ლიტვა მასპინძლობდა და იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა კონტინენტურ პირველობაზე. სწორედ კლაიპედაში მოუწია საქართველოს 2011 წელს თამაში და მაშინ ქართველებმა ჯგუფური ეტაპი დაძლიეს.

ილიას ზუროსმა გუნდი ძირითადად სათამაშო ტაქტიკაზე ავარჯიშა. ის კომბინაციები, რომლებსაც მოსამზადებელ პერიოდში ამუშავებდნენ, ქართველმა კალათბურთელებმა გუშინდელ ვარჯიშზე უკვე დახვეწილად გაათამაშეს. მატჩის დღეს საქართველოს ნაკრები არ ივარჯიშებს. დილას მხოლოდ რამდენიმე კალათბურთელი მიაკითხავს “შვიტურიუ არენას” და სროლებში ივარჯიშებს.

ლატვიის ნაკრების შემადგენლობა

არტურს აუსეჟსი (ლიეპაია), დავის ლეჟასმეიერსი (კინგსი, შვედეთი), იანის ბლუმსი (ვეფ რიგა), დაირის ბერტანსი უკანახაზელი (დარუშაფაკა, თურქეთი), იანის ტიმა (ზენიტი, რუსეთი), როლანდს შმიტსი (ფუენლაბრადა, ესპანეთი), კრისტაპს იანიჩენოკსი (ვენტსპილსი), აიგარს შკელე (ვენტსპილსი), ილია გრომოვსი (ვეფ რიგა), ანდრეის გრაჟულსი (ვენტსპილსი), ჟანის პეინერსი (პაოკ, საბერძნეთი), მარტინს მეიერსი (ვეფ რიგა)

მწვრთნელი: აინარს ბაგაცკისი

ყველა მატჩი საქართველოსა და ლატვიას შორის

ევრობასკეტი-1999

შესარჩევი

25.02.1998. ვენტსპილსი

ლატვია-საქართველო 99:63

24.02.1999. თბილისი

საქართველო-ლატვია 96:98

ევრობასკეტი 2013

შესარჩევი

24.08.2012. თბილისი

საქართველო-ლატვია 79:76

08.09.2012. რიგა

ლატვია-საქართველო 70:73

ამხანაგურად

27.08.2008

ლატვია-საქართველო 72:80

22.08.2011

ლატვია-საქართველო 79:83

ფაჩულია: 42 ქულა

24.08.2011

ლატვია-საქართველო 84:73

15.08.2015

საქართველო-ლატვია 78:76

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტსა და კაირი ირვინგს “ბრუკლინ ნეტსში” ვიხილავთ

გავლენიანი უცხოური გამოცემები ერთხმად ადასტურებენ ინფორმაციას “გოლდენ სტეიტის” ფორვარდის, კევინ დურანტის, “ბრუკლინ ნეტსში” გად...
წაკითხვა
კალათბურთი

NBA-ის სეზონის MVP იანის ანტეტოკუნმპო გახდა! (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ აშშ-ში NBA-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელი იანის ანტეტოკუნმპო NBA-ის რეგულარული [...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სახალისო პასუხი ახალ თანაგუნდელს პრესკონფერენციის დროს (ვიდეო)

21 ივნისს, გოგა ბითაძემ “ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტ კევინ პრიტჩარდთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: ჩემი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოში ბევრი მძიმე პერიოდი გვქონდა

“ინდიანა პეისერსის” ახალწვეულ გოგა ბითაძეს პრესკონფერენციაზე შეკითხვა საქართველოს შესახებ დაუსვეს. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა განაცხადა,...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ დახვდნენ გოგა ბითაძეს “ინდიანა პეისერსში” (ფოტო, ვიდეო)

21 ივნისს გოგა ბითაძე ინდიანაპოლისში ჩავიდა. ქართველი ცენტრი “პეისერსის” დარბაზში მივიდა, სადაც მას გუნდის ფანები […]...
წაკითხვა
კალათბურთი

9 წლის გოგა ბითაძის წერილი: “ჩემი დიდი სურვილია, ვითამაშო NBA-ში” (ფოტო)

21 ივნისს, საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტზე მე-18 პიკად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია. 19 […]...
წაკითხვა