საქართველოს ეროვნული ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ეროვნული ნაკრებიდან 21 წლამდე გუნდში გადაინაცვლა გიორგი პაპუნაშვილმა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი 21 წლამდე ნაკრების დასკვნითი მატჩისთვის ახალაგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოემზადება. გარდა ამისა, ეროვნულ გუნდს გიორგი აბურჯანია გამოაკლდა, რომელმაც ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველი ოფიციალური მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით 5 სექტემბერს, 20:00 საათზე, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ “დინამო არენაზე” შედგება.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბილისი);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)