საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში ალბანეთი 84:64 დაამარცხა

თარიღი: სექტემბერი 11, 2016

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა ქართველი გულშემატკივარი ცოტა ანერვიულა, მაგრამ საბოლოოდ 2 ქულა დამაჯერებლად მოიპოვა – მასპინძლებს 20 ქულით – 84:64 აჯობა.

ქართველებმა 31 აგვისტოს ალბანეთს თბილისში 39 ქულით სძლიეს და ტირანაშიც იოლი გამარჯვების მოლოდინში ვიყავით, მაგრამ მასპინძლებმა პირველ ტაიმში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს, როცა ქართველებმა ძალიან დაულაგებლად და უმოტივაციოდ ითამაშეს. ალბანელთა ხისტი თამაშის წინააღმდეგ ჩვენს გუნდს კომბინაციების გათამაშება არ გამოსდიოდა, შეტევაში კი ზომაზე მეტ ბურთს ვკარგავდით და მასპინძლებს გვერდში ყოფნის საშუალებას ვაძლევდით.

ქართველების შეცდომების ფონზე ალბანელებს სროლებიც წაუვიდათ და ისეთი ფონი შეიქმნა, რომ მოედანზე თანაბარი ძალის გუნდები თამაშობდნენ. ეს ასე რომ არ იყო, მალე გამოჩნდა. მეორე ტაიმში მოედანზე პირველად გამოვიდა თორნიკე შენგელია, რომელიც განაცხადში კი იყო, მაგრამ მწვრთნელებმა მას დასვენების საშუალება მისცეს. თორნიკეს დახმარება საქართველოს ნაკრებს ფრედ დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ დასჭირდა და მანაც მოედანზე გამოსვლით თამაშს სისწრაფე და ჩვენს ნაკრებს ფარქვეშა პოტენციალი შემატა.

თუმცა სანამ თამაშს დაალაგებდნენ, მესამე პერიოდი გავიდა. ალბანელები ინერციით აგდებდნენ ბურთებს და მესამე პერიოდიც მხოლოდ 5 ქულით – 15:20 დათმეს. ბოლო პერიოდში კვანძი გაიხსნა. საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ დაიპყრო ალბანელთა ფარქვეშეთი – შენგელიას და ზაზა ფაჩულიას შემჩერებელი ალბანელთაგან ვერავინ მოინახა, მაიკლ დიქსონმა კი ჩვენიანთა შეტევებს სისწრაფე შემატა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები შეუჩერებელი გახდა და მასპინძლებს საბოლოოდ 20-ქულიანი წაგება შეამთხვია. ჩვენი ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ბოლო პერიოდისა და მთლიანად მატჩის ბომბარდირი გახდა 20 ქულით. მატჩის ერთადრთი ორმაგი დუბლი თორნიკე შენგელიამ მიითვალა, რომელმაც 18:48 წუთში 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. დიდად სარგებლიანი იყო გიორგი შერმადინმა, რომელიც მაშინ იხვეჭდა ქულებს, როცა საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად უჭირდა. შერმადინმა 9-დან 9 საჯარიმო და მთლიანობაში 15 ქულა დააგროვა, 12 ქულით დაასრულა შეხვედრა მაიკლ დიქსონმა, რომელმაც საქართველოს საამმატჩო 3 სამქულიანიდან 2 მიითვალა.

საქართველოს ნაკრებისთის სასარგებლო შედეგებით დასრულდა მატჩები სხვა ჯგუფებში, თუმცა მათზე საუბარი ჯერ ზედმეტია. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ილიას ზუროსის გუნდს ევრობასკეტზე გასვლის რეალური შანსი აქვს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩს 14 აგვისტოს, თბილისში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს.

ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. ტირანა. 10 სექტემბერი
ალბანეთი 64:84 საქართველო
19:20, 17:16, 15:20, 13:28
სრული სტატისტიკა: 64:84

F ჯგუფი
სლოვაკეთი – მონტენეგრო 62:99

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ქართული წარწერა პოლ ჯორჯის ჰუდზე (ფოტო)

“ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი, პოლ ჯორჯი ქუჩაში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჰუდით გამოჩნდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბლოკი ჯარენ ჯექსონის წინააღმდეგ (ვიდეო)

26 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “მემფის გრიზლისს” დაუპირისპირდა და 126:114 გაიმარჯვა. [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

რა უქნეს “ინდიანას” კალათბურთელებმა გოგა ბითაძის ავტომობილს (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” კალათბურთელები გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეს, გოგა ბითაძეს გაეხუმრნენ. მათი მსხვერპლი ავტოსადგომზე მყოფი ქართველი ცენტრი...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი – თორნიკეს 22 ქულა მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ (ვიდეო)

20 ნოემბერს, საკალათბურთო ევროლიგის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ კედლებში მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა