საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრების პირველი შეკრება
საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრები მაკედონიაში გასამართი უეფას განვითარების თასის 2019 წლის გათამაშებისთვის მზადებას იწყებას. მზადების პროცესში მთავარი მწვრთნელი არჩილ ჩხაბერიძე 8-10 თებერვალს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე სასელექციო შეკრებას გამართავს. მთავარმა მწვრთნელმა ამ ეტაპზე შეკრებაზე 28 მოთამაშე მიიწვია, განვითარების თასის განაცხადში კი, 20 ფეხბურთელი მოხვდება.
საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა), მარიამ ცისკარიშვილი (ბახტრიონი, ახმეტა), თამარ სვანიძე (კოლხეთი, ხობი), ანი ლომსაძე (კოლხეთი, ხობი), მანანა ვაშაკიძე (კოლხეთი, ხობი), ლიკა მარკოიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ანი ძაძუა (თბილისი), თამთა ცაგურია (მართვე, ქუთაისი), ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი, გორი), მარიამ როსტიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), მარიამ შეყლაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), მარინა გასუმოვი (ნორჩი დინამო, თბილისი), მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), მარიამ ბერაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ეკა თაბაგარი (ზარზმა, ახალციხე), მარი დანჯარია (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მარიამ ბეგიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ბელა ზაზაძე (ზარზმა, ახალციხე), ევა მანჩარაული (ბახტრიონი, ახმეტა), დიანა ბაქრაძე (ბახტრიონი, ახმეტა), თამარ ზარიძე (ბახტრიონი, ახმეტა), მარიამ კაკალაშვილი (ზარზმა, ახალციხე), ანა კვახაჯელიძე (ზარზმა, ახალციხე), ბაია გოჩელაშვილი (ნიკე, თბილისი), თამარ უდედაშვილი (გორი იუნაიტედი, გორი)
უეფას განვითარების თასის 2019 წლის გათამაშებას, 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს. საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრების მეტოქეები მასპინძელი, მაკედონია და ნორვეგია იქნება. ჯგუფის მონაწილე მეოთხე გუნდი კი მოგვიანებით გაირკვევა.