საქართველოს გზა ევრობასკეტ 2015-ისკენ დღეს იწყება

თარიღი: აგვისტო 10, 2014

დღეიდან იწყება ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ევრობასკეტის 11 საგზური განაწილებულია და უახლოეს 17 დღეში ის 13 ნაკრები უნდა გამოვლინდეს, რომლებიც კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპს შეავსებენ.

სანამ საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატზე და იმის შესახებ ვიტყოდეთ, თუ რა გზით მოხვდა ხსენებული 11 გუნდი ევრობასკეტზე, აღვნიშნავთ, რომ ფინალური ეტაპის ჩატარების ადგილი ჯერაც გაურკვეველია. ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რომლის თავზეც თვითმფრინავებიც კი ვერ დაფრინავენ უსაფრთხოდ და რა გასაკვირია, თუკი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ ამ ქვეყანას ევრობასკეტის მასპინძლობა ჩამოართვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბერში გაირკვევა, თუ სად ჩატარდება ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი. ერთი რამ ცხადია – ეს იქნება ევრობასკეტზე გასული ქვეყანა, რადგან იმ მომენტისთვის ჩემპიონატის მონაწილე 24-ივე ნაკრების ვინაობა გვეცოდინება.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე გასული პირველი ქვეყანა ესტონეთია, რომელმაც ეს საგზური 2013 წლის აგვისტოში მოიპოვა. ფიბა-ევროპამ „ა“ და „ბ“ დივიზიონები რომ გააერთიანა, 2013 წელს, როცა სლოვენიაში ევრობასკეტი ტარდებოდა, ქვედა ეშელონის ქვეყნები  უსაქმოდ რჩებოდნენ. ამიტომაც, ფიბა-ევროპამ „ბ“ დივიზიონის ყოფილ წევრებში გაათამაშა მომავალი, 2015 წლის ჩემპიონატის 1 საგზური, რომელიც ესტონეთმა მოიგო.

დანარჩენი 10 საგზური მოიპოვეს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საუკეთესო შვიდმა (საფრანგეთი, ლიტვა, ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, უკრაინა, სერბეთი) გუნდმა, ასევე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე (უაილდ ქარდით) მოხვედრილმა ნაკრებებმა – ფინეთმა, თურქეთმა და საბერძნეთმა.

ასე და ამგვარად, დღეიდან დაწყებულ ტურნირს ევრობასკეტ 2015-ის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი ჰქვია, რომელშიც 26 გუნდი 13 საგზურისთვის იბრძოლებს. შექმნილია 7 ჯგუფი – 5 ოთხგუნდიანი და 2 სამგუნდიანი. ჯგუფების გამარჯვებულები ევრობასკეტის საგზურს პირდაპირ მიიღებენ, ხოლო 7 მეორეადგილოსნიდან ფინალურ ეტაპზე 6 საუკეთესო გავა.

მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საუკეთესო მეორეადგილოსნის გამოვლენას ეხება: რადგან ჯგუფეში გუნდების რაოდენობა არათანაბარია, B, C, D, E და F ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ბოლოადგილოსნებთან ნათამაშები 2 მატჩის შედეგები ჩამოეჭრებათ. ამ გზით შვიდივე ჯგუფის მეორეადგილოსანს თამაშების თანაბარი რაოდენობა ექნებათ და საუკეთესოც მარტივი – მოგებ-წაგებებისა და ბურთების შეფარდების გზით გამოვლინდება.

მაშ ასე, დღეს საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება და ქართველი ქომაგის ყურადღება Eჯგუფისკენ იქნება მიმართული, რომელშიც საქართველოს მეტოქეობას ჩეხეთი, პორტუგალია და უნგრეთი გაუწევენ. პირველ ტურში საქართველო ჩეხეთს მასპინძლობს, ხოლო პორტუგალია – უნგრეთს.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე: “ცსკა” ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და “არისის” მოქმედი სპორტული დირექტორი, ვიქტორ სანიკიძე, თვლის, რომ თორნიკე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: “კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა”

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის თავისებურებებსა და ცხოვრების ახალ სტილზე პრესასთან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “მეფედ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ჰიუსტონ როკეტსის” გამთამაშებელმა, რასელ უესტბრუკმა, თავად დაადასტურა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. “ორლანდოში გუ...
წაკითხვა