საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მოსკოვში ჩავიდა (ვიდეო-ფოტო)

თარიღი: აგვისტო 5, 2016

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიიდან მოსკოვში ჩავიდა, სადაც „ხიმკის“ საკალათბურთო დარბაზში 5 აგვისტოს ბელარუსს, ხოლო მეორე დღეს რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკიდან დღეს, დილის 10 საათზე გავიდა და საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ავტობუსით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იყო. ზაგრები – მოსკოვის რეისი დროულად, 12:30 საათზე გაფრინდა და რუსეთის დედაქალაქის შერემეტოვოს აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:05 საათზე დაფრინდა. აეროპორტში ჩვენს ნაკრებს დახვდა ცნობილი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია, რომელიც საგანგებოდ საქართვეოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ჩამოვიდა მოსკოვში და “ხიმკის” დარბაზში ქართველების მობილიზებას გეგმავს. მისი განცხადებით, 200-ზე მეტმა მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა გამოთქვა თამაშებზე დასწრების სურვილი.

შერემეტოვოს აეროპორტიდან სასტუმრო „ალიანს-გრინვუდამდე“ 20 წუთის გზაა, თუმცა მოსკოვის საცობების გადამკიდე ავტობუსს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 1 საათი დასჭირდა. სასტუმრო „გრინვუდის“ ბიზნეს-პარკში მდებარეობს და აქ არის დაბინავებული ბელარუსის ნაკრებიც, რომელიც რუსეთის ნაკრებთან 50:103 განადგურდა.

სასტუმროში დაბინავებისა და ვახშმობის შემდეგ რუსეთისა და ბელარუსის მატჩის სანახავად საქართველოს ნაკრების მწვრთნელები გაემართნენ. მწვრთნელთა შტაბის წევრები დარბაზიდან აღნიშნული მატჩის ვიდეო-ფირს მოიტანენ და ხვალ, დილას, საქართველის ნაკრების წევრები მომავალი მეტოქეების თამაშს გაარჩევენ.

საქართველოს ნაკრები მოსკოვში იმ 14 კალათბურთელით ჩამოვიდა, რომლებიც შეკრებაზე სლოვენიაში იმყოფებოდნენ. ესენი არიან: გიორგი შარაბიძე, ბესო ლეჟავა, მაიკლ დიქსონი, ლუკა ზაქრაძე, ანატოლი ბოისა, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, კახა ჯინჭარაძე, თორნიკე შენგელია, გიგი გოგობერიშვილი, ბექა ბექაური.

საქართველოს ნაკრები ხვალ, 5 აგვისტოს დილით მსუბუქად ივარჯიშებს და საღამოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თად მაკფადენი: “ევროპაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, თად მაკფადენმა სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 2021 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა: “ძალიან მიხარია, რომ არ დავნებდით და ვიბრძოლეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სერბეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველომ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილმა “სეტონ ჰოლს” ბოლო წამზე მოაგებინა – ემოციური კომენ

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ზედიზედ ორ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ “ბატლერს” უმასპინძლა და მეტოქე 74:72 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სამქულიანების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დევის ბერტანსმა, დევინ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჩატენვების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში ჩატენვების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აარონ გორდონმა, დერიკ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების კანდიდატები და ახალი ასისტენტები დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის შეკრება 16 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა (ფოტო, ვიდეო

“ბასკონიას” კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ლიგა ენდესას წლის საუკეთესო მოთა...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც Instagram-ში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ პირველი ადამიანი გახდა, რომლის გამომწერთა რაოდენობამ სოციალურ ქსელ Instagram-ში 200 [&...
წაკითხვა
კალათბურთი

ემოციური კადრები – “მილანმა” “ტორინოსთან” მატჩის წინ კობი ბრ

იტალიის თასის მეოთხედფინალში “მილანი” “სან სიროზე” “ტორინოს” უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, სტადიონზე შეკრები...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტიმბერვულვზის” უიგინსმა კობის ხსოვნას პატივი განსაკუთრებულად მიაგო (ვიდეო)

კობი ბრაიანტის, ჯანა ბრაიანტისა და კიდევ შვიდი მგზავრის ტრაგიკულ ავიაკატასტროფაში დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგაც კალათბურთელები […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანტეტოკუნმპო: “კობი არის მიზეზი, რის გამოც კალათბურთს ვთამაშობ”

“მილოუკ ბაკსის” ბერძენმა სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკუნმპომ, რომელსაც საკმაოდ ახლო ურთიერტობა ჰქონდა ავიაკატასტროფაში დაღუპულ კობი ბრაი...
წაკითხვა
კალათბურთი

ემოიცური კადრი “მამბას აკადემიიდან” (ფოტო)

კობი ბრაიანტს ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი. მათ შორის იყო თავისი ქალიშვილის გუნდის მომზადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

Black Mamba – ალტერ ეგო, რომელიც კობი ბრაიანტმა თავის გადასარჩენად შექმნა

მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის, ტრაგიკულ გარდაცვალებას გლოვობს. კვირა საღამოს გავრცელებულმა ინფორმაციამ მთელი სამყარო შეძრა. […]...
წაკითხვა