საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გერმანიასთან მატჩში

თარიღი: მარტი 8, 2019

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 10 მარტს ქუთაისში, 16 საათზე გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

საგულისხმოა, რომ „აია არენაზე“, მშობლიურ ქალაქში, ექვსი ქუთაისელი ბორჯღალოსანი ითამაშებს და მათგან ხუთი სასტარტო შემადგენლობაშია. თამაშს იწყებენ გამოცდილი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე, ასევე ბურჯი ბექა გიგაშვილი და ახალგაზრდები – ოთარ გიორგაძე, მირიან მოდებაძე და თედო აბჟანდაძე. მარქაფაშია 18 წლის კვაჭი ვანო კარკაძე. სასტარტოშია ფოთელი ზურაბ ჟვანია, რომელმაც თავისი ოსტატობა ‘აიაში’ დახვეწა და პარიზულ ‘სტად ფრანსეში’ სწორედ ქუთაისიდან მოხვდა.

ოთხი ცვლილება შერკინებაში

ერთი კვირის წინ ბრიუსელში, ბელგიასთან 46:6 მოგებული მატჩის შემდეგ, შერკინების ხაზში ოთხი ცვლილება განხორციელდა.

სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებს კვაჭი შალვა მამუკაშვილი. მარქაფიდან დაწინაურდნენ და ძირითად შემადგენლობაში არიან ბურჯები ზურან ჟვანია და ბექა გიგაშვილი. რუმინეთთან მატჩის შემდეგ, გიგაშვილი სასტარტოში მეორედაა, ხოლო ჟვანია თამაშს ორწლიანი შესვენების შემდეგ იწყებს. ის ძირითადში ბოლოს 2017 წელს, ასევე ქუთაისში ბელგიასთან გამართული მატჩისას იყო და მაშინ ლელოც გაიტანა.

მეორე ხაზში გამოცდილი მორაგბეების წყვილს ვიხილავთ. კვლავ ძირითადშია გიორგი ნემსაძე, რომელსაც ამჯერად შალვა სუთიაშვილი შეუწყვილდება. ასეთი წყვილით თამაში ბოლოს 2018 წელს, სუვაში ფიჯისთან მოგებული (16:15) მატჩისას დავიწყეთ და მას შემდეგ სუთიაშვილი დამწყებ 15-ში პირველად მოხვდა.

მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს გიორგი ცუცქირიძემ და შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ, ხოლო გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად, მეორე ფლანკერად ბექა საღინაძეს ვიხილავთ. საღინაძე ჟვანიას, გიგაშვილისა და სუთიაშვილის მსგავსად, მარქაფიდან დაწინაურდა.

მალაღურაძის 90-ე კეპი

წინა მატჩთან შედარებით სამი ცვლილებაა ხაზში და მათგან ორი მარქაფიდან დაწინაურდა. ბელგიასთან განაცხადში არ იყო და ახლა ძირითადშია ლაშა მალაღურაძე, რომელიც თამაშს 12 ნომრად იწყებს და 90-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. 2016 წლის შემდეგ, ის დამწყებთა შორის მეორედ მოხვდა (2018 წლის ზაფხულში ფიჯის წინააღმდეგ დაიწყო).

მალაღურაძე ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. ფრთაზე კვლავ ძირითადშია მირიან მოდებაძე, ხოლო მეორე ფრთა სოსო მათიაშვილი იქნება, რომელიც ბრიუსელში ფულბეკი იყო. მან ზურაბ ძნელაძის ადგილი დაიკავა, ფულბეკად კი ლაშა ხმალაძე ბრუნდება.

საინტერესო იქნება ღერძის ხილვა. 9 ნომერზე შარშანდელი რაგბი ევროპის შემდეგ ძირითადში ბრუნდება გელა აფრასიძე. აქამდე ის ძირითადში ორჯერ იყო – ბელგიასთან და გერმანიასთან. ზედიზედ მეექვსე მატჩში მგეზავი 19 წლის თედო აბჟანდაძე იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ორი წელი ითამაშა და მსოფლიო აალაპარაკა. აფრასიძე და აბჟანდაძე ახლაც ერთად არიან, უკვე ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში.

გამოცდილი მარქაფა

მწვრთნელებმა მარქაფაში ერთის გამოკლებით გამოცდილი მორაგბეები გაამწესეს. კვაჭის პოზიციაზე თამაშში 18 წლის ვანო კარკაძე ჩაერთვება, ხოლო ბურჯები ლევან ჩილაჩავა და გიორგი მელიქიძე არიან.

მეორე ხაზში მესამე კეპს მოიხვეჭს დავით გიგაური. ასევე მარქაფაშია კიდევ ერთი მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი.

ამჯერად თადარიგშია 22 წლის 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომლის ანგარიშზე უკვე 41 კეპია. შარშან ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ ბორჯღალოსნებს უბრუნდება დავით კაჭარავა, რომელიც 113-ე კეპს მოიხვეჭს, ყველაზე მეტს ამ შემადგენლობაში და მერაბ კვირიკაშვილზე ორით ნაკლებს. ასევე მარქაფაშია გამოცდილი სანდრო თოდუა.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა