საქართველოს ნაკრები 7 ადგილით დაწინაურდა

ვინ წარმოიდგენდა, თუ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში უთამაშებლად 7 ადგილით დაწინაურდებოდა. თუმცა, ამ რეიტინგს მსგავსი საოცრებები ახასიათებს და შემოდგომაზე გასამართ შესარჩევ მატჩებს საქართველო 147–ე ადგილით შეხვდება.
ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა: მერვე პოზიციაზე მყოფმა ინგლისმა ადგილი მეათე პოზიციაზე მყოფ ჩილეს გაუცვალა. სხვა ადგილები უცვლელი დარჩა, რომელიც სადღეისოდ ასე გამოიყურება:
1.არგენტინა – 1442 ქულა; 2.ბელგია – 1269; 3.გერმანია – 1248; 4.კოლუმბია – 1224; 5.ბრაზილია – 1209; 6.პორტუგალია – 1186; 7.რუმინეთი – 1176; 8.ჩილე – 1149; 9.უელსი – 1146; 10.ინგლისი – 1143.
ჩვენი ხვალინდელი მეტოქე შოტლანდია 31–ე ადგილზეა, სხვა მეტოქეებიდან გერმანია უკვე იცით, პოლონეთი 34–ე ადგილზე, ირალნდია 51–ზე, გიბრლტარი კი ჯერ ფიფას რეიტინგ–სიაში არ შეყავს.