საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება (ვიდეო)

თარიღი: მაისი 29, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრები მალტასთან მატჩისთვის უკვე 23 ფეხბურთელით ემზადება. საკლუბო მატჩების გამო, ავსტრიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფ ეროვნულ გუნდს გიორგი ხარაიშვილი, ლაშა შერგელაშვილი, ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი ბერიძე ორშაბათს შეუერთდნენ. ოთხივე ფეხბურთელმა ბად ჰარინგში ჩასვლის პირველ დღეს მსუბუქად ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ, გურამ კაშიამ საწვრთნელ შეკრებაზე ისაუბრა.

“საწვრთნელ შეკრებაზე ბევრი ახალი ფეხბურთელია, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნო და კარგია ახალგაზრდებისთვის, რომ მწვრთნელს აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები. რადგან ამ ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ, მხოლოდ ოფიციალური თამაშები გვექნება. კარგია, რომ მწვრთნელი ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს. ამისთვის მათ აქვთ დრო, დაახლოებით ათდღიანი შეკრება გვაქვს, ასეთი საწვრთნელი შეკრებები ძალიან კარგია ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. მზადება წარმატებით დავიწყეთ, კარგი სასტუმროა, ამინდიც შესაბამისი, გუნდში ამაღლებული განწყობაა, რადგან ბოლო ამხანაგურ თამაშებში კარგად ვითამაშეთ, დადებითი შედეგი გვქონდა და ხარისხიც კარგი იყო. პოზიტური განწყობით ვართ და ამას გულშემატკვირებისგანაც ვგრძნობთ.“

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრაში:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური და ბაჩანა არაბული საკლუბო მატჩების გამო, ნაკრებს მხოლოდ ლუქსემბურგთან მატჩში დაეხმარებიან.

მატჩების განრიგი

1 ივნისი
საქართველო-მალტა
(მატჩი ავსტრიის ქალაქ შვაცში ჩატარდება)

5 ივნისი
ლუქსემბურგი – საქართველო

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საოცარი გოლი – ინგლისში მეკარემ საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა (ვიდეო)

“ჩელტენჰემ თაუნსი” – “ნიუპორტ ქაუნთი” 1:1 ტომ კინგის გოლი “ჩელტენჰემ თაუნსის” კარში Nothing to see […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიამ “ტრაბზონსპორს” გაუტანა (ვიდეო)

19 იანვარს, თურქეთის სუპერ ლიგის მე-20 ტურში “ტრაბზონსპორმა” საკუთარ მოედანზე “ქონიასპორი” მიიღო და მეტოქე 3:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა “კალიარის” გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Cagliari 0-1 Milan – Ibrahimovic Follow @Fastgoal2 and don't miss a goal pic.twitter.com/wMEunRh87C […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩაკვეს და კვარას მაკედონიასთან შეცვლიდა!

დღეს ოფიციალურად დადასტურდა გიორგი არაბიძის ტრანსფერი რუსულ “როტორში”, რომელშიც საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი – ბექა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანი ულამაზესი გოლი “კრისტალ პალასის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Manchester City 2-0 Crystal Palace – Ilkay Gundogan great goalpic.twitter.com/KTRSBTuWYC — noobfcb (@noob_fcb) […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმის” ისტორიული გამარჯვება – 72 ათასი ევრო პოლონელებისგან

ბათუმის “დინამომ” ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად საფეხბურთო დავა უმაღლეს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS)-ში მოიგო. საქმე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავი” შერგელაშვილით და ჯანელიძით გაძლიერდა

საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” 2 გამოცდილი ფეხბურთელი, 29 წლის მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი და 31 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი არაბიძის პირველი კომენტარი “როტორში” გადასვლის შემდეგ

ვოლგოგრადის “როტორმა” გიორგი არაბიძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აიყვანა. ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბში გადასვლის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო ბეილს: “აქ დარჩენა გინდა თუ “რეალში” დაბრუნება და უთამაშებლობა?

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” საკლუბი ტელეარხის ეთერში გუნდის ვარჯიშის ამსახველი ვიდეომასალა გავიდა. ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ისმის “დეზების...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შუქურამ” “ლოკომოტივის” მეკარე დაიმატა – ჭია 14 წლის სოსოს ი

ქობულეთის “შუქურამ” თბილისის “ლოკომოტივის” 23 წლის მეკარე ლუკა შეროზია დაიმატა. შეროზია “ლოკომოტივის” აკადემიის აღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვაი დედა” – ხვიჩა კვარაცხელია ტიკტოკის ვარსკვლავია

საქართველოს ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინი” სოციალურ ქსელ TikTok-ზე ძალიან აქტიურობს და მათ შორის, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა “ვალანსიენის” ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას ფრანგულ “ვალანსიენში” გააგრძელებს. 34 წლის ნახევარმცველმა ლიგა 2-ის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორები იქნებოდნენ ქართველი ფეხბურთელები, წონაში რომ მოემატათ? (ფოტო)

წარმოგიდგენთ სახალისო ფოტოებს, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორები იქნებოდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, წონაში რომ მოემატათ, FaceAPP-ის [&helli...
წაკითხვა