საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხადა
დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ავსტრიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
მატჩი ჩვენებმა დაიწყეს. ქართველები საწყის წუთზევე გადავიდნენ შეტევაში და სწრაფი გოლის გატანა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. პირველი დარტყმა მეტოქეთა ლიდერმა, დავიდ ალაბამ განახორციელა სტანდარტულიდან, მაგრმა მან ბურთი კარს გადააცილა. სულ მალე არნაუტივიჩმა შეიგდო ბურთი საჯარიმოში და მარჯვენა მახვილი კუთხიდან გაისროლა, თუმცა ამ დარტყმასაც შედეგი არ მოჰყოლია.
მე-8 წუთზე ალაბამ ჩააწოდა, ლორია წინ გამოვიდა, ბურთი ქართველ მეკარემდე არ მივიდა – ჰინტერეგერმა თავით დაარტყა და ანგარიში გახსნა.
გაშვებული გოლის შემდეგ ქართველები გააქტიურდნენ და უფრო შეუტიეს. მოედნის ცენტრში კაშია გამოირჩეოდა, შეტევაში კი, განსაკუთრებუით, ჯიღაური აქტიურობდა. ჩვენები არც თუ ისე იშვიათად მიდოდნენ ავსტრიელების საჯარიმოსთან, თუმცა კარში დარტყმას ვერ ახერხებდნენ. 26-ე წუთზე იყო ძალიან კარგი შანსი: ბურთი საჯარიმოში ჩავარდა და მეკარსეთან ძალაინ ახლოს მყოფ ამისულაშვილს მიუვიდა, რომელმაც მაღლიდან მარცხენა ფეხით დაარტყა და კარს ოდნავ გადააცილა.
30-ე წუთზე ძალიან ლამაზი მომენტი შექმნეს ქართველებმა: ყაზაიშვილი ფლანგზე გაიქცა, გაჩერდა და ლობჟანიძეს გააყოლა ბურთი, უჩამ შესანიშნავი პასი გაუკეთა საჯარიმოში მყოფ დვალიშვილს, ლადომაც უკან მდგომი ჯიღაური შენიშნა და მას უპასა, ამ უკანასკნელმა კი ახლოდან ორიგინალურად დაარტყა, თუმცა მეკარემ ხელებში აიღო ბურთი. 34-ე წუთზე უჩა ლობჟანიძემ აუტი მოაწოდა, ბურთი პირდაპირ ჩააგდო საჯარიმოში, კაშიამ ანანიძეს გადააწოდა, ჯანომ კი ძალიან ახლოდან დაარტყა, თუმცა ამ დარტყმამაც ვერ გამოიღო შედეგი.
ქართველები გრძნობნდნე, რომ ამდენი შეტევების შემდეგ გოლის გატანის და ანგარიშის გათაბრების ძალა ჰქონდათ; ისინი განუწყვეტლივ უტევდნენ. ამის მიუხედავად გოლი მაინც ავსტრიამ გაიტანა – 42-ეზე არნაუტოვიჩმა ჩააწოდა, იანკომ თავით დაარტყა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლები სხვაობის შემცირებას, სტუმრები კი, პირიქით, გაზრდას ცდილობდნენ.
56-ეზე არნაუტივიჩი გავიდა ლორიასთან პირისპირ და ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენა.
57-ეზე ჯიღაური გაიქცა ფლანგზე, შემდეგ მეტოქეც მოატყუა და დაარტყა, თუმცა ალმერმა ეს ბურთი აიღო. მალე კაშიამაც სცადა ბედი – საჯარიმოში შემოგდებული ბურთი კარისკენ გაუშვა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.
65-ეზე ახლადშემოსულმა სხირტლაძემ ჩააწოდა და ყაზაიშვილმა თავით სცადა გატანა, ბურთი ძელს მოხვდა და გოლი მაინც არ გავიდა. 70-ეზე ჯანომ გაისროლა, მაგრამ ვერც ახლა! ვერც ახლა მოახერხეს ჩვენებმა მეტოქის კარის ბადის შერხევა.
როგორც იქნა შევძელით! 79-ე წუთზე ანანიძემ დაარტყა შორიდან და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა. 1-2, უკვე გათანაბრებაზე დავიწყეთ ფიქრი!
ისევ ანანიძე აქტიურობდა და მან კიდევ ერთხელ დაარტყა კარში. ასევე, უნდა გამოვარჩიოთ ჯიღაურისა და ოქრიაშვილის აქტიურობაც. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, შედეგს არ იღებდა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრა დათმო, ანგარიშით, 1-2.
შემადგენლობები
საქართველო: ლორია; ლობჟანიძე (ჭანტურია 83 წთ), ამისულაშვილი (ოქრიაშვილი 76 წთ.), კვერკველია, ნავალოვსკი; დაუშვილი, კაშია; ყაზაიშვილი, ანანიძე, ჯიღაური; დვალიშვილი (სხირტლაძე 63 წთ.).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი
ავსტრია: ალმერი; სუტნერი, ჰინტერეგერი, დრაგოვიჩი, კლეინი; არნაუტოვიჩი, ალაბა, ბაუმგარტლინგერი, ჰარნიკი (საბიცერი 20 წთ.), იუნუზოვიჩი (შიოფი 67 წთ), იანკო (გრეგორიჩი 76 წთ).
მთავარი მწვრთნელი: მარსელ კოლერი
გაფრთხილებები: დრაგოვიჩი (51 წთ.)