საქართველოს ნაკრები ჩემპიონია!

თარიღი: ივნისი 17, 2019

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა ჩემპიონატის ფინალში 31-21 დაამარცხა კუბა და ტურნირის გამარჯვებული შვიდიდან შვიდი მოგებით გახდა, ამასთან ერთად კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის, პლეიოფის საგზური მოიპოვა.

16 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე. 2000 მაყურებელი

საქართველო – კუბა 31-21

საქ: თევზაძე 18/36, ცინცაძე 1/3 – ცხოვრებაძე 11/8, რუსტამოვი 7/6, არსენაშვილი 7/6, ჩიქოვანი 4/3 (7 პასი), დიხამინჯია 3/3, გოგოლაძე 2/2, კბილაშვილი 3/1, ორჯონიკიძე 2/1, კალანდაძე 1/1, მიქავა, მერკვილაძე, იმნაძე – მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

კუბ: სუარესი 6/36, მარტინესი 0/1 – ტოლედანო 5, ტაბოადა 5, როდრიგესი 4, გარსია 3, ხესუსი 2, ლაფორტანი 1, ვალიენტე 1, კორდიესი, ალმეიდა, ფაუსტო, ბასულტო

მსაჯები: ბირო, კიში(უნგ)

სამდივნო: ნაჩევსკი (ნორ) – რაიზინგერი (ავს), ფულეოვა (ტუნ) – იაშვილი, წივწივაძე (საქ)

თამაში იმით დაიწყო, რომ კუბელებმა პერსონალურად, მოედნის ცენტრში აიყვანეს ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენი მწვრთნელების პასუხი მომენტალური იყო – მათ მოხსნეს ხაზის მოთამაშსე, არსენაშვილი და გამთამაშებლად დაამატეს კბილაშვილი. ამგვარად, ჩვენი შეტევისას თამაში ხუთი-ხუთზე მიდიოდა, რის შემდეგაც კუბელთა დაცვის ფრთები მოშიშვლებული იყო. ამით ისარგებლეს გოგოლაძემ (2 გოლი) და რუსტამოვმა, რომელმაც 4 დარტყმიდან 3 გოლი გაუტანა კუბელთა მეკარე სუარესს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მესამე – ჩვენმა მარცხენა გარემარბმა ინდივიდუალურად მოატყუა მეორვე, მეკარეს ბურთი დაუბზრიალა და სამი ბურთით დავწინაურდით – 9-6.

ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად იდგა და შოთა თევზაძეს თამაშს უადვილებდა, მაგრამ ზუსტად აქ კრიზისი დაგვეწყო და კუბამ ზედიზედ ოთხჯერ გაგვიტანა – 9-10. თამაში თავი თავზე აიღო გიორგი ცხოვრებაძემ – მან ორი ინდივიდუალური გარღვევით დაგვაწინაურა, შემდეგ კი ძალიან კარგად შემოვიდა გიორგი „არველოდი“ დიხამინჯია – გოლი, მოპოვებული ორწუთიანი და შვიდმეტრიანი.

პირველ ტაიმში ბოლო სიტყვა ჩიქოვანმა თქვა – ის შეტევაში მხოლოდ რიცხვობრივი მეტობის ან სწრაფი გადატანის დროს მონაწილეობდა, ერთი გოლი თავად გატანა, ბოლო წამებზე კი კბილაშვილს გაატანინა 6 მეტრიდან – 14-10.

მეორე ნახევარი ჩიქოვანმა მარცხენა ინსაიდად დაიწყო, მის მეურვეობაზე კუბელებმა უარი თქვეს, მაქსიმოვიჩი დროდადრო თამამად ენდობოდა 17 წლის კალანდაძესაც, ორჯონიკიძეს კი ძირითადად დაცვაში უწევდა თამაში. დიხამინჯიამ, არსენაშვილმა და ჩიქოვანმა სხვაობა გაზარდეს, 17-11, თევზაძემ ორი შვიდმეტრიანი მოიგერია, რუსტამოვმა ზედიზედ ორჯერ გაიტანა, ცხოვრებაძემ კი ორჯერ გააძევებინა მეტოქე – 19-12.

მაგრამ, ორჯერ წავიდა ორწუთიანში დიხამინჯია, კუბამ სხვაობა შეამცირა და მეტსაც იზამდა, ორჯერ ცარიელ კარში რომ არ აეცილებინა, თევზაძეს კი პირისპირ გასული მეტოქისთვის არ ეჯობნა. 20-15 – ეს ანგარიში კარგახანს, 45-ე წუთამდე ენთო ტაბლოზე, სანამ ჩიქოვანმა სწრაფ გარღვევაში არ გაუშვა რუსტამოვი, შემდეგ კი ორჯერ ცხოვრებაძე გაიქცა – 23-16.

52-ე წუთზე კალანდაძემ მეორედ მიაწოდა საგოლე პასი არსენაშვილს – სხვაობა 8 ბურთი გახდა, 25-17. ამით ყველაფერი გაირკვა, საბოლოოდ 31-21, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი 36 დარტყმიდან 18 მოგერიებით შოთა თევზაძე გახდა.

ტურნირის საუკეთესო მარცხენა ინსაიდი გახდა თეიმურზ ორჯონიკიძე, ხოლო გიორგი ცხოვრებაძემ ორი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო მარჯვენა შუამარბისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის.

ტურნირის ოლ-სტარი. GK მაგნოლ სუარესი, კუბა – LW ჰუან პეიძი, ჩინეთი LB თეიმურაზ ორჯონიკიძე, საქართველო – CB კრისტიან ვასილევი, ბულგარეთი – RB გიორგი ცხოვრებაძე, საქართველო – RW სვეტლინ დიმიტროვი, ბულგარეთი – P ედუარდო ვალიენტე, კუბა – MVP გიორგი ცხოვრებაძე, საქართველო

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე

16 ივნისი, ფინალი

11-12 ირლანდია – მალტა 39-18

9-10 ინდოეთი – აზერბაიჯანი 46-28

7-8 ნიგერია – კოლუმბია 33-31

5-6 აშშ – ჩინეთი 35-27

3-4 ბულგარეთი – ბრიტანეთი 47-31

1-2 საქართველო – კუბა 31-21

საქართველოს ნაკრები

GK: 22. შოთა თევზაძე (1981, 200 სმ, ფოჩანი, რუმ), 12. ზურაბ ცინცაძე (1996, 185, იმედი-სტუ თელავი) – 16. გიგა ტორონჯაძე (1989, 190, BSB ბათუმი)

LW: 7. ხაზეინ რუსტამოვი (1998, 178, ქუთაისი), 2. ჯემალ იმნაძე (2001, 184, ქუთაისი)

LB: 8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, 198, კონსტანცა, რუმ) 14. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, ფერენცვაროში, უნგ) – 17. დავით ყორიაული (1998, 199, იმედი-სტუ თელავი)

CB: 10. ირაკლი კბილაშვილი (1998, 188, ოდესა, უკრ), 5. ნიკოლოზ კალანდაძე (2002, 197, პეგასი)

RB: 11. გიორგი ცხოვრებაძე (2001, 193, მონპელიე, საფ) 31. გიორგი დიხამინჯია (1997, 189, სტრუგა, მკდ)

RW: 24. ირაკლი გოგოლაძე (1996, 177, BSB ბათუმი), 19. გიორგი მერკვილაძე (1998, 183, ქუთაისი) – 23. რევაზ ჭანტურია (1982, 177, სტრუგა, მკდ),
P : 20. ერეკლე არსენაშვილი (1998, 2000), 9. გიორგი მიქავა (1998, 196, იმედი-სტუ თელავი)

მთავარი მწვრთნელი: ნიკოლა მაქსიმოვიჩი (1978, სერბეთი), მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე (1972) ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990)



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა