საქართველოს ნაკრები დანიასთან განადგურდა
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დანიას კოპენჰაგენში ესტუმრა და 1-5 განადგურდა. ანგარიში მე-13 წუთზე კასპერ დოლბერგმა კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ გახსნა. 25-ე წუთზე საქართველომ, ალბათ, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კონტრშეტევა შემოგვთავაზა. ჯერ კიტეიშვილმა მოიგო მეორე სართულზე ბრძოლა, გვილიამ 25-30 მეტრი ირბინა, საბა ლობჟანიძემ 3 ფეხბურთელს გაასწრო და ვაკომაც იდეალურ მომენტში გადააწოდა ბურთი საბას და 1-1. ზუსტად 5 წუთში საკამათო მომენტში კანკავამ კიაერი საჯარიმოში წააქცია და ერიქსენმა პენალტით 2-1 გახადა.
მე-2 ტაიმში უპირატესობას კვლავ დანიელები ფლობდნენ და 63-ზე დოლბერგმა დუბლი შეასრულა, პოულსენმა მე-4 შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი ბრეიტვაიტმა დააფიქსირა – 5:1.
შემდეგ მატჩს ჩვენი ნაკრები სექტემბერში დანიის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” გამართავს.
დანია 5-1 საქართველო
გოლები: დოლბერგი 13/63, ერიქსენი 30 (პ), პოულსენი 73, ბრეიტვაიტი 90 – ლობჟანიძე 25
დანია: შმეიხელი – ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, ლარსენი – ჰოიბერგი, ერიქსენი, დელანი – სკოვი (ვაისი 62), დოლბერგი, პოულსენი (ბრეიტვაიტი 75)
მთავარი მწვრთნელი: ააგ ჰარეიდი
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79) – ლობჟანიძე, პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 76) – გვილია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი