WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (375205) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

თარიღი: ოქტომბერი 17, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრები აგრძელებს წაუგებელ სვლას ერთა ლიგაზე. საქართველო ლატვიას ესტუმრა და მეტოქე 0-3 გაანადგურა. მე-5 წუთზე ყაზაიშვილმა პენალტი ააცილა, მაგრამ ზუსტად 3 წუთში კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ მარცხენა ფეხით აუღებელი დაურტყა მეკარეს და ანგარიში გაიხსნა. პირველ ტაიმში და საერთოდ, სრულიად შეხვედრის განმავლობაში შეუჩერებელი იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც 29-ე წუთზე შესანიშნავი მოძრაობით ვალერიან გვილია 1-1-ზე გაიყვანა და გვილიამაც გაიტანა, 2-0. მე-2 ნახევარში რამდენიმე მომენტი მასპინძლებსაც ჰქონდათ, თუმცა გამოყენება ვერ მოახერხეს და 61-ე წუთზე მათი განადგურება გიორგი ჩაკვეტაძემ დაასრულა.

საქართველომ D დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავა, 4 თამაშში 9 გოლი გაიტანა და არცერთი მიიღო. ნახევარფინალურ მატჩს გუნდი საქართველოში ჩაატარებს მოედნის უპირატესობის გამო.

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი – კანკავა (აბურჯანია), გვილია, კვეკვესკირი, მერებაშვილი (ჯიღაური 80), ჩაკვეტაძე (ზარანდია 89) – ყაზაიშვილი



მსგავსი სიახლეები