საქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება

თარიღი: ოქტომბერი 10, 2018

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების პროცესში დღეს სრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. 8 ოქტომბერს საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა, დღეს კი გუნდმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – პოლონური არკას ლეგიონერი ლუკა ზარანდია.

„მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ. ყველა ფეხბურთელისთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, რომ გუნდს სრულად დავეხმარო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, ორი გამარჯვების შემდეგ კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ“, – ლუკა ზარანდია

სავარჯიშო პროცესი ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ამ დროისთვის, ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება.

„ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარ კონკურენტ ყაზახეთთან 5 ქულიანი უპირატესობა გვაქვს.

რაც შეეხება ანდორას, მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მათი ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება. თუმცა ამ ერთკვირიან შეკრებას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ“, – გიორგი აბურჯანია

საქართველოს ნაკრების 24 კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები

გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელი

ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ანდორა 2 ქულით მეორე პოზიციაზე. ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებები კი ერთი ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მეოთხე ტურის თამაშს ქართველი ფეხბურთელები 16 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ სტუმრად, რიგაში გამართავენ. შეხვედრა, თბილისის დროით, 22:45 საათზე შედგება.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კახა ცხადაძე: “ტორპედო” სერიოზული გუნდია და მას პატივს ვცემთ”

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედოს” მეტოქე შიმკენტის “ორდაბასი” იქნება, რომელსაც ქართველი სპეციალის...
წაკითხვა
ფეხბურთი

თურქული გრანდი გიორგი წიტაიშვილით დაინტერესდა

თურქული ვებ-გვერდ Fotospor-ის ინფორმაციით, კიევის “დინამოს” შემტევი ნახევარმცველით, გიორგი წიტაიშვილით თურქული “ბეშიქთაში” დაი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიათი ესპანური და ბელგიური გუნდები დაინტერესდნენ

თბილისის “დინამოს” 23 წლის შემტევი, ლევან შენგელია, შესაძლოა, ლა ლიგა 2-ში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ჭიაბრიშვილი: “სურვილი მქონდა “სელტიკს” შევხვედროდით”

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოს” მეტოქე მოლდოვური შერიფი იქნება. წილისყრასა და მეტოქეზე კომენტარი მთავარმა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასი – “საბურთალომ” მოიგო, “სპაერი”, “გარე

დღეს საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის 4 შეხვედრა გაიმართა. ეროვნული ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი, ჩემპიონი “საბურთალო” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლოზ ქუთათელაძე პარიზის შემდეგ მოსკოვში ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი, ნიკოლოზ ქუთათელაძე, მოსკოვში იმყოფება. გავრცელებული ცნობების თანახმად, უკლუბოდ დარჩენილმა ქართველმა უკვე გაიარა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

18 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოს” მეტოქე ცნობილია

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპა ლიგაზე ქუთაისის “ტორპედოს” 5 სავარაუდო მეტოქე

ევროპა ლიგაზე ქუთაისის “ტორპედოს” 5 სავარაუდო მეტოქე გაირკვა. 1. “ლეგია” (პოლონეთი) 2. “ჰაიდუკი” (ხორვატია) 3. [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო ფეხბურთელად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დენის ხომუტოვმა “თელავი” დატოვა

საფეხბურთო გუნდი “თელავი” მთავარმა მწვრთნელმა, უკრაინელმა დენის ხომუტოვმა დატოვა. გუნდის პრესსამსხურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე “საბურთალოს” 5 სავარაუდო მეტოქე გაირკვა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “საბურთალოს” 5 სავარაუდო მეტოქე გაირკვა. “საბურთალოს”, შესაძლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ჩისკომ შენგელიას გოლით ამოისუნთქა

ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ბოლო მატჩში თბილისის “დინამომ” “ვიტ ჯორჯია” მიიღო და მეტოქე 90-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიამ “დინამოს” ბოლო წუთზე ულამაზესი გოლით მოაგებინა (ვიდეო)

16 ივნისს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე “ვიტ ჯორჯიას” დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა ლობჟანიძე: “დანიურ გრანდში ან უკეთეს ჩემპიონატში გადავალ”

საქართველოს ნაკრებისა და დანიური “რანდერსის” შემტევმა, საბა ლობჟანიძემ მომავალი კლუბის შესახებ ისაუბრა. “დიდი შანსია გუნდი […...
წაკითხვა