საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის ფლეი-ოფის ფინალში გავიდა!
8 ოქტომბერს, ევრო 2020-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ბელარუსს დაუპირისპირდა.
მატჩი ქართველების უპირატესობით დაიწყო. მე-5 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას რეიდს ოქრიაშვილის დარტყმა მოჰყვა, ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მე-6 წუთზე სტუმრებმა საჯარიმოში ოქრიაშვილი წააქციეს, არბიტრმა კი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი თავად ოქრიაშვილმა შეასრულა და ანგარიში გახსნა – 1:0.
33-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილს ძალიან რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.
48-ე წუთზე ისევ ოქრიაშვილი ურტყამდა, თუმცა მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. 64-ე წუთზე ბელარუსთა სახიფათო შეტევა უშედეგოდ დასრულდა. 71-ე წუთზე გვილიას დარტყმული ისევ ბელარუსთა მაკრებმ მოიგერია.
85-ე წუთზე ბელარუსის ნაკრებს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ლაპტევმა არაზუსტად დაარტყა.
საბოლოოდ, მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი გუნდი ევრო 2020-ის ფლეი-ოფის ფინალში ითამაშებს, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.