საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონია

თარიღი: აპრილი 29, 2018

ევროპის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გახდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ლატვიური “ვალმიერა” დაამარცხა და წარმომადგენლობითი ევროტურნირის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 14 მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა. ქართველებთან ერთად ოთხთა ფინალში გავიდნენ ლატვიური “ვალმიერა”, პოლონური “ვლადსლავოვო” და ბელარუსული “ცმოკი-მინსკი”, რომლებმაც გადამწყვეტი მატჩების სათამაშოდ თბილისში მოიყარეს თავი.

ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ლატვიურ გუნდს გამორჩეულად ტანმაღალი მოთამაშე არ ჰყავდა, თუმცა ძალიან სწრაფ, დალაგებულ და კომბინაციურ კალათბურთს თამაშობდნენ. ბალტიისპირელები მთელი თამაშის მანძილზე იბრძოდნენ, უმეტესად ლიდერობდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქართველებმა მაინც მოახერხეს გამარჯვება. მატჩის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა თამაშის დრო ამოწურული იყო. შეხვედრის ბოლო წამებზე, როცა საქართველო 78:80 აგებდა, გადამწყვეტი შეტევა სამქულიანით ალექსანდრე ფევაძემ დაასრულა, რომელიც მიზანს ასცდა და ფარქვეშ მყოფმა ნიკოლოზ დარბაიძემ დარჩენილ 2 წამში ბურთიც მოხსნა, გამთანაბრებელი ორიანიც ჩააგდო და ეს ისე მოახერხა, რომ მისი მეურვე, რაინის კალნინსი დაჯარიმდა.

დარბაიძის გამთანაბრებელი ბურთის ჩავარდნა იყო და, საფინალო სირენაც გაისმა. მატჩის დრო ამოიწურა, თუმცა კალნინსის ჯარიმის გამო დარბაიძეს 1 სროლის უფლება მიეცა. ეროვნული ნაკრების წევრმა, რომელსაც მანამდე 20 ქულა ჰქონდა მოპოვებული, მატჩის ბედის გადამწყვეტი საჯარიმო უშეცდომოდ შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა – 81:80

დარბაიძე საბოლოოდ ყველაზე შედეგიანი გახდა 21 ქულით, 10 მოხსნითა და 1 პასით. 18 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა ალექსანდრე ფევაძემ, ხოლო ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე 15 ქულა, 8 პასი, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. ვალმიერელებს 34 ქულით ულიდერა ედგარს კაუფმანისმა. ვალტერს ლიეპინსმა კი, რომელიც საბოლოოდ ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ლატვიელებს 23 ქულა, 77 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიაშველა.

ფინალურ მატჩამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ბელარუსულმა “ცმოკი-მინსკმა” 85:64 დაამარცხა პოლონური “ვლადსლავოვო” და ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.

საქართველო U20 – ვალმიერა (ლატვია)
სტატისტიკა: 81:80

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელშიც პრიზიორი გუნდები, საუკეთესო მწვრთნელი, ოთხთა ფინალის სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო მოთამაშე საგანგებო პრიზებით დააჯილდოვეს. დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს:
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა;
ევროპის ახალგაზრდული ლიგის საპატიო პრეზიდენტმა – გუნტის სენჰოფსმა;
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ილიას ზუროსმა;
კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა – ვლადიმერ ბოისამ;
ევროპის ახალგაზრდული ლიგის ბორდის წევრმა – გივი სანაძემ. 

მეოთხე ადგილზე გასული გუნდის დაჯილდოვება

მე-3 ადგილისთვის მატჩის წამგები პოლონური “ვლადსლავოვოს” კაპიტანი იასპერ მაკოვსკი საპატიო თასითა და სიგელით გივი სანაძემ დააჯილდოვა.

გუნდების მედლებით დაჯილდოვება

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების მოთამაშეები შესაბამისი მედლებით, თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს პაატა გურასპაულმა, ვლადიმერ ბოისამ, გივი სანაძემ, ილიას ზუროსმა და გუნტის სენჰოფსმა.

ფულადი ჯილდოს გადაცემა

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ფულადი პრიზებით ევროპის ახალგაზრდული ლიგის საპატიო პრეზიდენტმა – გუნტის სენჰოფსმა დააჯილდოვა.

საუკეთესო მწვრთნელი

ოთხთა ფინალის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და ტრადიციული ქართული სასმისი გადაეცა “ვალმიერას” მწვრთნელს – ალვილს კაუფმანისს. გამარჯვებულს პრიზი გადასცა ევროპის ახალგაზრდული ლიგის ბორდის წევრმა – გივი სანაძემ.

სიმბოლური ხუთეული

ოთხთა ფინალის საუკეთესო ხუთეული მონაწილე გუნდებს შორის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა და ისინი დააჯილდოვა ილიას ზუროსმა და პაატა გურასპაულმა. ხუთეულში შევიდნენ:

ლუკა ბულაშვილი, გიორგი კორსანტია, ვალტერს ლიეპინსი (ვალმეირა), ვლადისლავ ბლიჟჩუკი (ცმოკი-მინსკი) და იასპერ მაკოვსკი (ვლადსლავოვო) .

საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი

ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. მონაწილე 4 გუნდიდან სამმა საუკეთესოდ ლატვიური “ვალმიერას” ფორვარდი – ვალტერს ლიეპინსი დაასახელა. ბალტიისპირელ მოთამაშეს MVP-ის პრიზი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა უსახსოვრა.

საჩემპიონო თასის გადაცემა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანს, გიორგი კორსანტიას ევროპის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი ლიგის საპატიო პრეზიდენტმა, გუნტის სენჰოფსმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცეს.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ჰიუსტონ როკეტსის” გამთამაშებელმა, რასელ უესტბრუკმა, თავად დაადასტურა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. “ორლანდოში გუ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას განცხადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ჯანომ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოიყურება ლებრონ ჯეიმსის ახალი 39-მილიონიანი სახლი (ფოტო)

კორონავირუსის პანდემიის გამო აღებული შვებულება “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერ ლებრონ ჯეიმს უქმად არ გაუფლანგავს. როგორც ჩანს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეების ნაწილის განცხადება (ვიდეო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ბლოგი

როგორ იხსენებს თორნიკე შენგელია რუსეთ-საქართველოს ომს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას რუსეთის არმიის კლუბ “ცსკა”-ში გააგრძელებს. ამ ტრანსფერმა [...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიას ტრანსფერს მხარი დაუჭირა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა და ბერძნული “არისის” სპრტულმა დირექტორმა, ვიქტორ სანიკიძემ, თორნიკე შენგელიას ტრანსფ...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ელენე ლოლაძე: “თორნიკე შენგელიამ მთხოვა, რომ ეს ამბავი საიუდმლოდ დაგვეტოვებინა”

ქართველი კიკბოქსიორი, ელენე ლოლაძე სოციალური ქსელის საშუალებით თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ლოლაძემ წერს, რომ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის მიუღებელია საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკა-ში გადასვლა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. ზურაბ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “თავის სამართლებელი მართლა არავის აქვს”

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ რუსულ კლუბში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამბობს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას კომენტარი მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერის შემდეგ

მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. [&helli...
წაკითხვა