საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები FiFa-ს რეიტინგში კვლავ დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ანდორასთან (1-1) ყაიმის დაფიქსირებისა და ყაზახეთთან მოგების (2-1) შემდეგ FIFA-ს რეიტინგში 1269 ქულა დაუგროვდა და 89-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ნაკრებმა 3 ადგილით წინ წაიწია.
ერთა ლიგის დაწყების შემდეგ გუნდს მუდმივად პროგრესი აქვს და ეს ქულებშიც კარგად გამოიხატება. მიუხედავად ამისა, ომანი, კონგო, გაბონი და აფრიკის სხვა ქვეყნები რეიტინგში კვლავ უკეთეს პოზიციებზე არიან.
პირველ ადგილზე ბელგიის ნაკრებია, მე-2ზე – საფრანგეთია 1-ით ნაკლები ქულით, ხოლო, სამეულს ბრაზილია ასრულებს.