საქართველოს ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა
12 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები იაპონიასთან შეხვედრით გახსნა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიშით 22:28 დამარცხდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო, მე-10 წუთზე იაპონიამ სრულიად ალოგიკური ლელო დადო. 25-ე წუთზე იაპონელებს ვიტო კოლელიშვილის ლელოთი ვუპასუხეთ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა. პირველი ნახევრის მიწურულს ვასილ ლობჟანიძემ იაპონელთა ჩათვლის ხაზში მორიგი ლელო გაიტანა და საქართველო შეხვედრაში პირველად დაწინაურდა, გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა. შესვენებაზე ჰეიგის გუნდი ლიდერის რანგში გავიდა – 12:8.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველთა შეტევის დროს დავით კაჭარავამ შეცდომა დაუშვა, იაპონემა მორაგბემ დიდი სივრცე კარგად გამოიყენა და ლელო დადო – 12:13. რვა წუთში ბიწაძემ ჩვენი შეტევა დააგვირგვინა, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 19:13. მალევე „მეკომ“ საჯარიმო გაიტანა – 22:13. ამის შემდეგ, იაპონელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი კიდევ ერთხელ გაიტანეს, სხვაობა კი ორამდე შეამცირეს – 22:20. რამდენიმე წუთში სტუმრებმა მორიგი ლელო დადეს – 22:25. იაპონელემბა შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ჯარიმა გაიტანეს – 22:28.