საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მინიმალურად დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 მატჩი ირლანდიასთან დუბლინში გამართა და 1-0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე კონორ ჰურიჰეინმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. ჰურიჰეინმა ლორიას მარჯვენა მაღალ კუთხეში დაურტყა და მეკარემაც ნახტომი დააგვიანა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კვეკვესკირმა შესანიშნავი პასი გადაუგდო კიტეიშვილს, რომელმაც ვაკო გვილიას დაუგდო, გვილიამაც უძლიერესი დარტყმით სცადა გატანა, თუმცა რენდოლფი ადგილზე იდგა და ქვილითაიმაც ვერ დაამატა.
მე-2 ნახევარში საქართველომ აშკარად მოუმატა, გააუმჯობესა თამაშის ხარისხი, ჰქონდა რამდენიმე საგოლე მომენტიც, ჯაბა კანკავამ შეხვედრის ბოლოს უძლიერესად გაისროლა და ბურთი ძელმა მოიგერია. საბოლოო ჯამში, ირლანდიასთან ნავსი ვერ გავტეხეთ და კვლავ 1-0 დავმარცხდით.
საქართველოს 2 მატჩის შემდეგ 0 ქულა აქვს და ბურთების შეფარდება 0-3-ზე.
ირლანდია 1-0 საქართველო
გოლი: კონორ ჰურიჰეინი 39
ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი, კიო, დაფი, სტივენსი, ჰენდრიკი, ველანი, ჰურიჰეინი, ბრეიდი, მაკგოლდრიკი, მაკკლინი.
საქართველო: ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, კვერკველია, კაშია; კვეკვესკირი, კანკავა; გვილია, არველაძე, კიტეიშვილი; ქვილითაია.