საქართველოს ნაკრები მარტში 2 ამხანაგურს ითამაშებს

თარიღი: იანვარი 11, 2022

2022 წლის მარტში ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს საქართველო ალბანეთში ითამაშებს. ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველოსა და ალბანეთი-საქართველოს მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. ვილი სანიოლის გუნდი უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფში მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

💬 ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): „მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა, რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია. მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის“.

2022 წლის ამხანაგური მატჩების კალენდარი

25 მარტი

ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

29 მარტი  

ალბანეთი – საქართველო



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მერაბ მეტრეველი: “რამდენ ხანს გაქაჩავ ცუდი თამაშით?

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი აქტიურად აფასებს ქართული გუნდების და საქართველოს ნაკრების თამაშებს. ამჯერად, მან გიბრალტართან და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი გუნდი აირია! დღეს ანტი ფეხბურთი იყო!”

საქართველომ გიბრალტარი სტუმრად 1-2 დაამარცხა. გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება არ გამოუვიდა, მაგრამ ჯგუფი 16 ქულით პირველ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა კვლავ საუკეთესო იყო! გიბრალტარიდან მოყვარული ფეხბურთელი გამოირჩა!

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი გამართა და გიბრალტარი 1-2 დაამარცხა. Sofascore-ს შეფასებით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა რეკორდზე მიდის! 30 მილიონი ევრო ისტორიაში პირველად

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი გახდა და მის მიმართ დაინტერესება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დომენიკო ლა მარკა: “კვარამ მთელი იტალია რონალდოსავით მოაჯადოვა”

იტალიელმა ჟურნალისტმა დომენიკო ლა მარკამ “ნაპოლის” ტრანსფერებზე ისაუბრა და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. “სეზონის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს! იცით, რამდენს უყვარს ხვიჩა?” – დავით

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა დავით ბრაგვაძემ სოციალურ ქსელში საქართველო – ჩრდ.მაკედონიის შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სჯობს მესის არ შეეხოთ! არგენტინა ლეოს ღმერთივით ეპყრობა (ვიდეო)

არგენტინამ ჰონდურასის ამხანაგურ მატჩში 3-0 დაამარცხა. ერთ-ერთ მომენტში მესის მხარი უხეშად ჰკრეს და სრულიად არგენტინის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შარაშენიძე: “ჩრდ.მაკედონიას კლასის ხარჯზე მოვუგეთ”

ლექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ფეხბურთზე საკმაოდ ხშირად წერს ხოლმე, საქართველო – ჩრდ.მაკედონიის მატჩი შეაფასა. “მაკედონიას [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბლაგოია მილევსკი: “უფრო მეტი დავიმსახურეთ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით”

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ საქართველოსთან განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ქართველებს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით გადელია: “სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა თამაში, აუარება შეცდომა”

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია საქართველო-ჩრდ.მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა. “სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა თამაში – აუარება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ძალიან ბევრი არ მოიქცეოდა ისე, როგორც ბუდუ”

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ.მაკედონიას 2-0 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა თქმა უნდა, ეს არის ფეხბურთი. ეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Ekipa: ჩრდ.მაკედონია საქართველოს UEFA-ში უჩივლებს

ჩრდ.მაკედონიას ნაკრებმა გუშინ ვარჯიშზე 45 წუთით დააგვიანა, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელისა და წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე: “მესმის, თუ რატომ არ წაიყვანა “მილანმა” კვარა”

თბილისის მერმა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ “იმედი Live”-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “ძალიან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია: “ჩაკვე ფეხბურთით ცხოვრობს”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და “სლოვანის” ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ ჩრდ.მაკედონიასთან ხვალინდელ მატჩამდე ჩაკვეტაძეზე და ლოჩოშვილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი: “დილამდე დაველოდები ბუკმეიკერებს და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩრდ.მაკედონიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. “ჩრდ.მაკედონია ჩემთვის ჯგუფში ყველა...
წაკითხვა