საქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში მოხვდა
დღეს ევროპის 2016 წლის წილისყრის კალათება გახდა ცნობილი. საქართველო მე-5 კალათაში მოხვდა. შეგახსენებთ, კონტინენტის პირველობას საფრანგეთი უმასპინძლებს.
წილისყრა 23 თებერვალს ნიცაში ჩატარდება. აღსანიშნავია, პირველად უეფას ეგიდით იასპარეზებს გიბრალტარის ნაკრები.
53 ნაკრები 6 კალათაში გადანაწილდა, რომელიც წილისყრის შემდეგ 9 ჯგუფში გადანაწილდება. 8 ჯგუფი 6-გუნდიანი იქნება, ხოლო ერთი ჯგუფი – 5 ნაკრებისგან იქნება შემდგარი. სულ 23 საგზური გათამაშდება.
კალათებში ნაკრებები უეფას კოეფიციენტების ცხრილის მიხედვით განაწილდნენ.მეექვსე კალათაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ნაკრებები არიან.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით ერთმანეთს ვერ შეხვდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთი და საქართველო, ესპანეთი და გიბრალტარი.
ფინალური სტადიის საგზურს ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გუნდები მოიპოვებენ. ასევე ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი.
დარჩენილი 8 მესამეადგილოსანი 2015 წელს კიდევ ოთხ საგზურს გაითამაშებს.