საქართველოს ნაკრები: ორი ტესტ-მატჩი ქართულ კლუბებთან
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. თემურ ქეცბაია უმაღლესი ლიგიდან ნაკრების კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდით დღეს და ხვალ ორ ტესტ-მატჩს გამარტავს. სპარინგები ცხინვალის “სპარტაკთან” და ბოლნისის “სიონთან” გაიმართება. შეხვედრებს, რომლებიც 19:30-ზე დაიწყება, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
ნაკრებში ამჟამად შემდეგი ფეხბურთელები ემზადებიან:
მეკარები: ომარ მიგინეიშვილი („დინამო“ თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“ საჩხერე), გიორგი ბეგაშვილი („სამტრედია“), გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი)
მცველები: თედორე გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), თემურ ღონღაძე („ჩიხურა“ საჩხერე), დავით კვირკველია („სამტრედია“), ნიკა ჭანტურია, გიორგი გველესიანი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი ფოფხაძე (უგუნდოდ)
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, მათე ცინცაძე, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“ თბილისი), ჯამბულ ჯიღაური („ჩიხურა“ საჩხერე), ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე „ზესტაფონი“), გრიგოლ დოლიძე („სამტრედია“)
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა („სამტრედია“), გიორგი ჩირგაძე („დინამო“ თბილისი.