საქართველოს ნაკრები პლეიოფში და ფინალშია!

თარიღი: ივნისი 16, 2019

საქართველოს ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის ფინალშია. ნახევარფინალში ხელბურთის ეროვნულმა გუნდმა 28-21 მოუგო დიდ ბრიტანეთს და ხვალ, 20 საათზე, სპორტის სასახლეში, ფინალში ეთამაშება კუბას.

მეორე ნახევარფინალში კუბამ დამატებით დროში 39-36 მოუგო ბულგარეთს, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ამოცანა შეასრულა: მონაწილე 6 ევროპულ ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის, პლეიოფის საგზური მოიპოვა.

15 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო – დიდი ბრიტანეთი 28-21

საქ: თევზაძე 14/34, ცინცაძე 0/1 – ცხოვრებაძე 9/8 (6 პასი), ჩიქოვანი 8/4, გოგოლაძე 8/4, ორჯონიკიძე 6/3, რუსტამოვი 3/3, კბილაშვილი 3/2 (6 პასი), არსენაშვილი 4/2, დიხამინჯია 2/2, მიქავა 1/0, მერკვილაძე 1/0, კალანდაძე, იმნაძე – მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

ბრი: ინსოუ 8/33, მაკლელანდი 1/4 – ედგარი 7, ნეგრეტე 4, და სილვა 3, პოლინი 2, ტაილერი 2, ვაითი 2, გრინი 1, მორლი ჰოვარდი, თომასი, პრაისი, ვენეიბლზი

მსაჯები: ჰერმანი, მადსენი (დანია)

სამდივნო: სოდალი (ნორ) – რაიზინგერი (ავს), ფულეოვა (ტუნ) – (საქ)

საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მეტოქის მწვრთნელებს ჩვენი გუნდი კარგად ჰყავდათ შესწავლილი – ბრიტანეთმა თავიდანვე 5-1 დაცვის თამაში დაიწყო, თან ეს მცველი საკმაოდ მაღლა იყო აწეული, რაც, ნიშნავდა, რომ ბრიტანელებს ირაკლი ჩიქოვანის მაქსიმალურად შეზღუდვა ჰქონდათ მიზნად. მეათე წუთზე ჩვენი მეტოქე 4-2 დაწინაურდა.

ანგარიში მალე გავათანაბრეთ და ტაიმი 13-10 მოვიგეთ, ამ ცამეტიდან კი 7 ბურთი გიორგი ცხოვრებაძეს ჰქონდა გატანილი. ბრძოლა მეორე ნახევარშიც გაგრძელდა, დასრულებამდე 15 წუთით ადრე სხვაობა 2 ბურთი იყო (18-16).

ამ მომენტში ძალიან საჭირო გოლები გაიტანეს დიხამინჯიამ, რომლებიც მწვრთნელებმა ფრო ჩვეულ, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენეს, რუსტამოვმა და არსენაშვილმა (21-16) – ბრიტანეთი საბოლოოდ გატყდა, მატჩს წერტილი ჩიქოვანისა და ცხოვრებაძის გათამაშებულმა ლამაზმა კომბინაციამ დაუსვა 28-21, ხოლო ცხოვრებაძემ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.

გიორგი ცხოვრებაძე: – ძალიან გამიხარდა რომ მოვიგეთ, ვამაყობ ჩემი გუნდით. პირველი ტაიმი იყო დაძაბული, ბევრი შეცდომები დავუშვით. პირველი ტაიმი დავასრულეთ სამი ბურთის მოგებით, მეორე ტაიმში უფრო მეტად მოვინდომეთ, რის შედეგადაც გავიმარჯვეთ. ჯერ არ ვიცითნ ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე ფინალში, თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენს მაქსიმუმს ჩავდებთ თამაშში და ვეცდებით გავიმარჯვოთ.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი რიკარდო ვასკონსელოსი: – კმაყოფილი არ ვარ, რადგან ყოველთვის მეტი მინდა, მაგრამ იმავდროულად მეტოქის ძალასაც ობიქტურად ვაფასებ. საქართველომ ამ ტურნირის მოსაგებად ბევრი გაიღო და ვფიქრობ დღევანდელ შეხვედრაშიც ძლიერმა გაიმარჯვა. ჩვენ ყველა ასპექტზე გვაქვს სამუშაო და სწორედ ამიტომ ვართ აქ და გვიხარია რომ ასეთ მეტოქეებთან ასეთ გადამწყვეტ შეხვედრებს ვატარებთ. ეს ჩვენ უეჭველად წაგვწევს წინ. ხვალ, მესამე ადგილისთვის დიდი ბრძოლა გველის და გამარჯვებისთვის ყველა ღონეს ვიხმართ.

დღის ყველაზე დაძაბულ მატჩში, 9-12 ადგილებისთვის პლეიოფში, ინდოეთმა და ირლანდიამ ფრედ, 32-32 ითამაშეს. ფრე იყო შვიდმეტრიანების პირველი სერიის შემდეგ (35-35) და მხოლოდ მეათე დარტყმამ გამოავლინა გამარჯვებული – ინდოეთმა 39-38 მოიგო. ხვალ ფინალი 8 საათზეა, იქამდე კი, დილის 10 საათიდან, სპორტის სასახლეში გამოვლინდება ყველა ადგილის მფლობელი მეთორმეტიდან მესამემდე.

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე

15 ივნისი, ნახევარფინალი

9-12 ადგ: აზერბაიჯანი – მალტა 37-32

9-12 ადგ: ირლანდია – ინდოეთი 38-39 (შვიდმეტრიანებით, ძ.დ. 32-32)

5-8 ადგ: ჩინეთი – ნიგერია 28-24

5-8 ადგ: აშშ – კოლუმბია 42-32

1-4 ადგ: საქართველო – ბრიტანეთი 28-21

1-4 ადგ: კუბა – ბულგარეთი 39-36 დ.დ (32-32)

16 ივნისი, ფინალი

10:00 11-12 მალტა – ირლანდია

12:00 9-10 აზერბაიჯანი – ინდოეთი

14:00 7-8 ნიგერია – კოლუმბია

16:00 5-6 ჩინეთი – აშშ

18:00 3-4 ბრიტანეთი – ბულგარეთი

20:00 1-2 საქართველო – კუბა

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “ეს ყველაფერი სამარცხვინოა, გულს მტკენს”

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. 31 წლის სპორტსმენი რამდენიმე დღის წინ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორს დასცინა (ფოტო)

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში კონორ მაკგრეგორს დასცინა. ხაბიბმა Twitter-ში ფოტო გამაოქვეყნა, რომელშიც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ისტორიული მიღწევა – მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ავსტრიის ქალაქ გრაცში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 23 იანვარს მამაკაც ერთეულებს შორის მედლები […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბის გზავნილი მაკგრეგორს: “მეფე არასოდეს მიდის! უთხარით, რომ მოვდივარ!” (ვ

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ხაბიბი ვარჯიშობს და მომდევნო შეხვედრისათვის ემზადება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინი ტაკაეკიშოსთან დამარცხდა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, XII დღე ტაკაკეიშო – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინი ოკინოუმისთან დამარცხდა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, XI დღე ოკინოუმი – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ასანოიამა დაამარცხა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, X დღე ასანოიამა – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტამავაში დაამარცხა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, IX დღე ტამავაში – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ გერმანელ ჟურნალისტს უპასუხა

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელიც დოპინგს ეხება. ამ ფილმში გერმანელმა ჟურნალისტმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორი: “მე უფრო რუსი ვარ, ვიდრე ხაბიბი! მე მიყვარს რუსეთი!”

UFC-ის ირლანდიელ მებრძოლს, კონორ მაკგრეგორს დონალდ სერონის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ შეკითხვა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს მაკგრეგორმა და სერონიმ ორთაბრძოლით?

19 იანვარს, ლას ვეგასმა UFC 246-ს უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი დაპირისპირება მაკგრეგორი-სერონის შეხვედრა იყო. ორთაბრძოლა 40 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორის დასაფასებელი ჟესტი სერონის დამარცხების შემდეგ (ვიდეო)

დღეს, ლას ვეგასმა UFC 246-ს უმასპინძლა. ღონისძიება კონორ მაკგრეგორისა და დონალდ სერონის ორთაბრძოლით დასრულდა, რომელიც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორი – სერონი (აწონვა)

ხვალ, ლას ვეგასში კონორ მაკგრეგორი დონალდ სერონს დაუპირისპირდება. UFC 246-ს ყველა ელის, რადგან სწორედ ამ […]...
წაკითხვა