საქართველოს ნაკრები შოტლანდიას თბილისში შეხვდება

თარიღი: მაისი 9, 2018

შოტლანდია – არის ტიერ1-ის პირველი გუნდი, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ბორჯღალოსნებთან ტესტ-მატჩს თბილისში გამართავს!

ეს 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მოხდება და გუნდები მას იაპონიაში გასამართი ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავენ. სერია ორი მატჩისგან შედგება. სქოთებს თბილისში, ‘დინამო არენაზე’ 24 აგვისტოს ვუმასპინძლებთ, ხოლო 6 ან 7 სექტემბერს, იგივე მეტოქეს შოტლანდიის მთავარ სარაგბო არენაზე, ‘მარიფილდზე’ ვერკინებით.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქვეს, როდესაც ბორჯღალოსნებს ქილმარნოქში უმასპინძლეს და სიტყვა შეასრულეს!

პირობის შესრულებაზე და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ:

„2019 წლის მსოფლიო თასამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ კამპანიაშია ჩართული. მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს ბორჯღალოსნები ორ მატჩს გამართავენ შოტლანდიის ნაკრებთან, რაც ჩვენს სამზადისს სრულყოფს. ეს მატჩები სამწვრთნელო შტაბს სელექციის პროცესშიც დაეხმარება და კიდევ ერთ შანსს მისცემს იაპონიისთვის ოპტიმალური გუნდის შესარჩევად.

„შოტლანდიასთან მატჩს ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველი დონის სარაგბო ქვეყანა საქართველოში ჩამოვა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შოტლანდიის რაგბის კავშირს, რადგანაც 2016 წელს მათთან გამართული ტესტის შემდეგ დადებული პირობა შეასრულეს და მსოფლიო თასის წინ საქართველოში ჩამოვლენ“.

ტიერ1-ის ნაკრების პირველი ვიზიტით კმაყოფილია მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე:

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო პირველი დონის სარაგბო ქვეყანას მასპინძლობს და ამ შესაძლებლობით უზომოდ კმაყოფილები ვართ. ორი მოსამზადებელი მატჩის გამართვა ისეთი ტოპ გუნდის წინააღმდეგ, როგორიც შოტლანდიაა, ვფირქობ ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ორივე მხარეზე.“

რაგბი უჩვეულო დროს

თბილისური მატჩი უჩვეულო დროს, ზაფხულის ბოლოს გაიმართება. ქართული რაგბის გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის ხილვის საშუალება აქამდე წელიწადში მხოლოდ ორჯერ, თებერვალ-მარტსა და ნოემბერში ჰქონდა.

გამონაკლისი 2018 წელია, რადგან 31 მაისს ‘ფრანგი ბარბაროსები’ უნდა მივიღოთ, თუმცა ტიერ1-ის გუნდის პირველად მასპინძლობა განსაკუთრებული მოვლენაა და ქომაგსაც ზაფხულის არდადეგების განსხვავებულად დაგეგმვა მოუწევს.

ამ შესაძლებლობით კმაყოფილია მილთონ ჰეიგი:

“2019 წლის მსოფლიო თასის წინ ორი ასეთი მატჩის გამართვა ჩვენი გუნდისათვის ისტორიული მოვლენაა. ისტორიას ქმნის ისიც, რომ შოტლანდია საქართველოში პირველად ჩამოვა და უფრო მეტიც – ის იქნება პირველი ტიერ ერთის გუნდი, რომელიც ქართულ მიწაზე საერთაშორისო მატჩს გამართავს.

„ეს არის ბოლო წლებში საქართველოსა და შოტლანდიის ურთიერთობების დამაგვირგვინებელი მტკიცებულება. ბორჯღალოსნებს წილად ხვდათ პრივილეგია, ეთამაშონ ასეთი დონის ნაკრებს საკუთარი ოჯახის, მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ მომავალი მსოფლიო თასისთვის კიდევ უფრო უკეთ მოვემზადოთ, ვიდრე 2015 წელს. ეს მატჩები ამ მზადების უდიდესი ნაწილია. ეს სწორედ ის ფაქტია, რაზეც წარსულში ვერც კი ვიოცნებებდით, ახლა კი მთელი გუნდი, მოთამაშეები და ქართულ რაგბში ჩართული თითოეული ადამიანი, ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებულია“.

მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, ბორჯღალოსნებთან მატჩს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგ თაუნსენდი:

„2019 წლის მსოფლიო თასამდე 18 თვე რჩება და ჩვენი მზადებაც გეგმის მიხედვით მიდის. საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მოსამზადებელი მატჩები კიდევ ერთ შანსს მოგვცემს შევაფასოთ, თუ როგორ ფორმაში არიან მორაგბეები და გუნდში მოსახვედრად, მოთამაშეებს თავის გამოსავლენად მეტ შესაძლებლობას მისცემს. საქართველოს ნაკრები მზარდი გუნდია, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა და წინსვლას განაგრძობს. მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის კარგი გამოწვევა და დიდი პატივია“.

საქართველო შოტლანდიას პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში ეთამაშა და ლელო არ გაუშვა, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 15:6. ორი წლის წინ სქოთებს ქილმარნოქში ორი ლელო გავუტანეთ, მაგრამ გამარჯვება ამ შემთხვევაშიც მასპინძლებს დარჩათ – 43:16.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ბექა ბურდიაშვილის პატივსაცემად – როგორი ფორმით ითამაშებს “გროლე” სეზონის

ფრანგული სარაგბო კლუბი “გროლე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე სპეციალური ფორმით ითამაშებს. კლუბის ფორმაზე ბექა ბურდიაშვილის სახელი […]...
წაკითხვა
რაგბი

ფრანგი პოლიტიკოსების დასაფასებელი საქციელი – როგორ მიაგეს მათ პატივი ბექა ბურდიაშვილ

ბევრისთვის უცნობია, რომ ფრანგ პოლიტიკოსებს საკუთარი სარაგბო გუნდი ჰყავთ. გუნდში ფრანგი მინისტრები, სენატორები და დეპუტატები […]...
წაკითხვა
რაგბი

კურიოზი საქართველო – რუმინეთის მატჩში (ვიდეო)

რაგბი ევროპის გათამაშების პირველ ტურში, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მატჩის მიმდინარეობისას მსაჯი კურიოზულ სიტუაციაში […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუმინეთის შეხვედრა აღარ ჩატარდება?

დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრაში რუმინეთს უნდა […]...
წაკითხვა
რაგბი

ფრანგულმა კლუბმა ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო (ფოტო, ვიდეო)

ფრანგულმა სარაგბო კლუბმა “გროლემ” ბექა ბურდიაშვილს ემოციური ვიდეო მიუძღვნა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ოთხშაბათს […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი, სამატჩო შემადგენლობა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

კახა კალაძე: “რაგბის სამყაროს ბექას სახით დიდი სპორტსმენი დააკლდა”

26 იანვარს ფრანგულმა გამოცემამ rugbyrama.fr-მა თითოეული ქართველისთვის მტკივნეული ინფორმაცია გაავრცელა. ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი ავტოავარიის ...
წაკითხვა
რაგბი

გოჩა სვანიძემ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, გოჩა სვანიძე რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. როგორც […...
წაკითხვა
რაგბი

საფრანგეთში 26 წლის ქართველი მორაგბე დაიღუპა

ფრანგული პორტალი rugbyrama.fr სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი დღეს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. 26 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ რაგბის კავშირში საპრეზიდენტო კანდიდატებად წარდგენის შესახებ განცხადებები შეიტანეს. გთავაზობთ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით

ქართველმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოახლოებული არჩევნების წინ ტელეკომპანია იმედის საშუალებით განცხადება გაავრცელა. [&hell...
წაკითხვა
რაგბი

დე ბრუინი საქართველოს ნაკრებში?

13 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის გამგეობაში განაცხადი შეიტანა. როგორც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო XV | 30 კაციანი რაზმი ტურნესთვის

საქართველო XV-მა (საქართველოს მეორე ოროვნული ნაკრები) ქუთაისში ორ ეტაპიანი შეკრება დაასრულა და 12 იანვარს (გამთენიას) […]...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძის ლელო “რასინგის” წინააღმდეგ (ვიდეო)

21 დეკემბერს, საფრანგეთის TOP 14-ის მე-11 ტურში “რასინგმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და ანგარიშით 29:25 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოსა და სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ხელშეკრულება დაიდო

2019 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთანამშრომლობის 11-წლიან […]...
წაკითხვა