საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი შვეიცარიასთან ღირსეული მარცხით დაასრულა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი შვეიცარიასთან სტუმრად 1-0 დათმო.
შვეიცარიის ნაკრები პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და ლორიამ 5 სეივი გააკეთა. განსაკუთრებით ჯაკა, როდრიგესი და ვარგასი აქტიურობდნენ. თავის მხრივ, ქვილითაიამ საჯარიმოში ბრძოლისას ჯერ მცველს გაარტყა, შემდეგ კი ახლო მანძილიდან დაწოლილმა ძესლ გაარტყა ბურთი. გამორჩეული იყო ზურიკო დავითაშვილიც.
მე-2 ნახევარში საქართველომ აშკარად შეძლო თამაშის გათანაბრება და ლევან შენგელიას 3 კარგი მომენტი შეექმნა. ძალიან სახიფათოდ გაისროლა ყაზაიშვილმა და კიტეიშვილმა, მაგრამ ზომერი კარგად გამოიყურებოდა.
ჩვენი კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ კაშიამ ჯერ ბურთი ცუდად მოიგერია, ზაქარიამ საჯარიმოში ჩააწოდა, გურამი ვერ მიწვდა და შეცვლაზე შემოსულმა იტენმა 77-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. ვაისი შეტევის გაძლიერებას ეცადა, მაგრამ ამაოდ.
საქართველოს ნაკრები უკვე ოფიციალურად გადაერთვება ერთა ლიგაზე. D ჯგუფში ჩვენი გუნდი 8 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა და მხოლოდ გიბრალტარს გაუსწრო.
შვეიცარია 1-0 საქართველო
გოლი: იტენი 77
შვეიცარია: ზომერი; ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, აეტი (იტენი 71), სეფეროვიჩი, ჯაკა, სტეფენი, ზაქარია, ფერნანდესი (სოვი 83)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ პეტკოვიჩი
საქართველო: ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა; კანკავა, კიტეიშვილი; შენგელია, დავითაშვილი, ყაზაიშვილი; ქვილითაია (ლობჯანიძე 82)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი