საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუზავდა
23 იანვარს, დუბაიში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს დაუპირისპირდა.
როგორც მატჩამდე ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებდნენ, მატჩი უზბეკეთის მხარის თხოვნით დახურული უნდა ყოფილიყო, ამიტომ პირდაპირი რეპორტაჟი ვერ უნდა გვეხილა. თუმცა, სოციალურ ქსელ Facebook-ში, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე შეხვედრის რეპორტაჟი მაინც მიმდინარეობდა.
მატჩის პირველი ნახევარი საგოლე მომენტებით არ გამოირჩეოდა, უზბეკმა ფეხბურთელებმა სახიფათოდ სულ ორჯერ შეუტიეს, ერთხელ მათი დარტყმული კვასხვაძემ მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრების მეკარემ ვეღარაფერი გაახერხა – ტაიმის მიწურულს უზბეკეთი ელდორ შომუროდოვის გოლით დაწინაურდა.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. 69-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ ანგარიში გაათანაბრა, 84-ე წუთზე კი ვლადიმერ დვალიშვილმა კი “ჯვაროსნები” წინ გაიყვანა. თუმცა, რამდენიმე წამში უზბეკეთის ნაკრებმა წონასწორობა აღადგინა – 2:2.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა:
კვასხვაძე, შერგელაშვილი, რეხვიაშვილი, ხოჭოლავა, უჩა ლობჟანიძე, შონია, კიტეიშვილი, არაბული, ტუღუში, ზივზივაძე, ლობჟანიძე.
იხილეთ ვიდეო