საქართველოს ნაკრების ონლაინ ფანშოპი გაიხსნა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს მორიგ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. ქართული ფეხბურთის ქომაგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირებისა და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინ რეჟიმში, ვებ-გვერდზე – www.fanshop.ge უკვე შეუძლიათ.
პროდუქციის შეძენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილზე უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებს.
ამასთან, გულშემატკივარს ნაკრების ოფიციალური ეკიპირებისა და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წლის ბოლო ოფიციალური მატჩის დღეს. 19 ნოემბერს “დინამო არენას” ტერიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ სტენდებზე შეეძლება.
ონლაინ-მაღაზია ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და გულშემატკივარს სამომავლოდ პროდუქციის სხვადასხვა ნაირსახეობას შესთავაზებს.