საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუკას ჰუფნაგელმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება 27 წლის ასაკში მიიღო. ამ ინფორმაციას merkur.de ავრცელებს.
ჰუფნაგელს ტრავმები ძალიან ხშირად აწუხებდა, რის გამოც დიდი პერიოდი უცდებოდა. ფეხბურთელმა კარიერის დასრულება სწორედ ტრავმების გამო გადაწყვიტა.
ლუკასი მიუნხენის “ბაიერნის” აკადემიის აღზრდილია. მისი პირველი პროფესიონალური კლუბი “უნტერხახინგი”. ამის შემდეგ ითამაშა “ფრაიბურგსა” და “ნიურბერგში”. 2018 წელს ისევ “უნტერხახინგში” დაბრუნდა.
ჰუფნაეგელს გერმანელი მამა და ქართველი დედა ჰყავს. ის გერმანიაშია დაბადებული. 2010 წელს პირველად ითამაშა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების რიგებში, 2012 წელს კი 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. 2015 წელს ის კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდში გამოიძახა და ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ათამაშა, 2017 წელს კი ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის დროს სერბეთთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.