საქართველოს ნაკრების შემადგენლობა “ბარბაროსებთან” მატჩში

თარიღი: მაისი 30, 2018

ივნისის ტესტების დაწყებამდე 10 დღით ადრე, ბორჯღალოსნები 31 მაისს ‘ფრანგ ბარბაროსებს’ დაუხვდებიან. მატჩი, რომელიც 20 საათზე ‘დინამო არენაზე’ დაიწყება და საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლის თავს ეძღვნება, ქართველ გულშემატკივარს ლამაზ და ლაღ სანახაობას პირდება.

ოკეანეთში გამგზავრებამდე ეს იქნება ერთგვარი გასახურებელი, მოსამზადებელი მატჩი. ჩვენი გუნდი კუნძულებისკენ გეზს 1 ივნისს, გამთენიისას აიღებს და ქომაგს კარგი სანახაობის გარდა, მათი გაცილების შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წელიწადში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბორღალოსნები დროის ამ მონაკვეთში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ითამაშებენ.

ახალგაზრდები და გამოცდილები

რადგან თამაში არაოფიციალურია და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბის ხილვა სურთ, ჩვენს განაცხადში ორით მეტი, 25 მოთამაშეა. შემადგენლობა გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. არიან ისეთებიც, რომელთაც ბორჯღალოსანთა კვართით დიდი ხანია არ უთამაშიათ.

ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებს უბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ცენტრში ახალგაზრდა გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ისევე, როგორც რაგბი ევროპის ბოლო ორ მატჩში, ფრთებზე სოსო მათიაშვილი და ანზორ სიჭინავა ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი ბორჯღალოსნების საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილია.

ღერძს ვასილ ლობჟანიძე და რეზი ჯინჭველაშვილი შეადგენენ, რომელმაც ბოლოს ამა წლის თებერვალში, ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა. მთლიანობაში, ხაზის 7 მოთამაშიდან 6, 25 და ნაკლები წლისაა.

მთლიანობაში, სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 6 მორაგბის კეპების ჯამი (107) 3-ით ჩამოუვარდება მერაბ კვირიკაშვილის კეპების რაოდენობას, 4-ს კი ნაკრებში 10 თამაშიც არ ჩაუტარებია.

ხაზის მარქაფა შედარებით გამოცდილია – ლაშა ხმალაძესანდრო თოდუაბექა წიკლაური და ვაჟა ხუციშვილი. ხუციშვილმა ნაკრების კვართი ბოლოს 1 წლისა და 4 თვის წინ, რაგბი ევროპაზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ მოირგო.

კვაჭ შალვა მამუკაშვილს მხარში ბურჯები, გიორგი თეთრაშვილი და გიორგი მელიქიძეამოუდგებიან. თეთრაშვილს ნაკრებში წელიწადზე მეტი, შარშანდელი რაგბი ევროპის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო მელიქიძე წლევანდელ რაგბი ევროპაზე ოთხჯერ შევიდა შეცვლაზე.

მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ახალგაზრდა ოთარ გიორგაძეშეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზი სრულად განახლებულია. შერკინების შემკვრელი მიხეილ გაჩეჩილაძეა, რომელმაც ნაკრებში წელს დაიმკვიდრა ადგილი და 5 კეპი მოიხვეჭა, ერთი ფლანკერი გურამ შენგელიაა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წლევანდელ რაგბი ევროპაზე ბელგიასთან, რამდენიმე წუთით ჰქონდა, ხოლო მოკლე ფრთაზე გიორგი ცუცქირიძეს ვიხილავთ, რომელმაც ბოლოს გერმანიის წინააღმდეგ, შეცვლაზე ითამაშა.

მორკინალების კეპების ჯამი 173-ია. 8 მორაგბიდან 10-ზე მეტი კეპი მხოლოდ ორმა – მამუკაშვილმა და ნემსაძემ მოიხვეჭეს. მეორეხაზელი გუნდს მეექვსედ უკაპიტნებს.

თადარიგშია ბურჯი ირაკლი მირცხულავა, რომელმაც სანაკრებო მატჩი ბოლოს თითქმის 2 წლის წინ, სუვაში ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარა. მეორე ბურჯი ზურაბ ჟვანია, ხოლო კვაჭი გიორგი ჭყოიძეა.

მეორე ხაზში შეცვლაზე არიან შალვა სუთიაშვილი და ნოდარ ჭეიშვილი, მათგან პირველს მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში. შეცვლაზეა საბა შუბითიძე, რომელსაც ნაკრებში 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია.

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა