საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიის წინააღმდეგ

თარიღი: თებერვალი 20, 2020

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა. წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა გადახალისებული, ორ მორაგბეს კი, ბორჯღალოსანთა კვართით დებიუტი ექნება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში „აია არენაზე“ ბელგიას ვეთამაშებით და მატჩი 15 საათზე დაიწყება.

პირველ ორ მატჩში საქართველომ ჯერ რუმინეთს სძლია ბონუსით – 41:13, მერე კი მადრიდში ესპანეთი დაამარცხა 23:10. „შავი ეშმაკები“ პირველ ტურში პორტუგალიას ეწვია, 17:23 დამარცხდა და მცირედი სხვაობისთვის ბონუსს დასჯერდა, მერე კი რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა, 38:12 აჯობა და ამ შემთხვევაში შეტევის ბონუსი აიღო. შედეგად, ბელგიას 6 ქულა აქვს და საქართველოსა (9 ქულა) და პორტუგალიის (8 ქულა) შემდეგ, მესამე ადგილზეა.

გუნდის მზადებისა და მომავალი მეტოქის შესახებ მაისაშვილი ამბობს:

„უკვე მიჩვეულები ვართ, რომ მოსამზადებლად საკმარისი დრო თითქმის არასდროს გვაქვს. სრული შემადგენლობით ფაქტობრივად მხოლოდ დღეს, ქუთაისში გამგზავრების წინ ვივარჯიშეთ. ვეცდებით, რომ წინა მატჩში დაშვებული შეცდომები გავითვალისწინოთ და გამოვასწოროთ, მართვის სადავეები ხელიდან არ გავუშვათ და მთელმა თამაშმა ჩვენი კარნახით ჩაიაროს“.

„ბელგიის ნაკრები არის გუნდი, რომელსაც თუ შანსს მისცემ, მას აუცილებლად გამოიყენებს. ისინი აგრესიულად უტევენ შეჯგუფებების გვერდით და სწრაფად ახდენენ გადაწყობას. რუსეთს მათ ძალისმიერ თუ ღია თამაშში რამდენიმე ლელო დაუდეს. ჩვენი მოცემულობაა, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ და ვმართოთ თამაში. როგორც წესი, ასეთ გუნდებთან თავს იჩენს ხოლმე სიჩქარე და უდისციპლინობა, რაც დაემართა კიდეც რუსეთს. მათ ყველა შეტევაში შეეძლოთ ლელოს გატანა, მაგრამ ეს შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს. პროფესიონალიზმი ის არ არის, ვისაც ეთამაშები იმის მიხედვით შეიქმნა განწყობა. ნებისმიერ მეტოქესთან განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი და ის დავალება, რაც გვაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შესრულდეს. თუ მოვახერხებთ ამას და დასახული მიზნისკენ გეგმაზომიერად ვივლით, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.

9 ცვლილება და ორი დებიუტანტი

ესპანეთთან ორი კვირის წინანდელი მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ცხრა ცვლილებაა. გუნდი მნიშვნელოვნადაა გაახალგაზრდავებული. მთლიანად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი და ბელგიასთან თამაშს გურამ გოგიჩაშვილი, ვანო კარკაძე და გიორგი მელიქიძე იწყებენ. 19 წლის კარკაძე წელს ნაკრების კვართით პირველად ითამაშებს, მეხუთე კეპს მოიხვეჭს და პირველადაა სასტარტო შემადგენლობაში.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ნოდარ ჭეიშვილმა და მას დებიუტანტი ლაშა ჯაიანი (ზედა ფოტო) შეუწყვილდება, რომელიც 2017 და 2018 წლებში უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეა, ეროვნულ გუნდთან ერთად კი, შარშან მსოფლიო თასის წინ ვარჯიშობდა.

ბორჯღალოსნების 33-ე კაპიტანი

წელს ნაკრების შემადგენლობაში პირველადაა ფლანკერი გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძემ და ბექა გორგაძემ კი, მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს. გორგაძე 33-ე ბორჯღალოსანია, რომელიც გუნდს უკაპიტნებს.

9 ნომრის პოზიციაზე თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც წინა ორ შემთხვევაში მარქაფაში იყო. მგეზავის პოზიციაზე თედო აბჟანდაძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკი კვლავ სოსო მათიაშვილი იქნება.

ცენტრში თამაშს იწყებს დემე თაფლაძე, (ქვედა ფოტოზე) 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და მას ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება. ის ლაშა მალაღურაძეს შეუწყვილდება, რომელიც ქუთაისში 98-ე კეპს მოიხვეჭს.

ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ. მას ესპანეთთან დებიუტი ჰქონდა და ეს სასიამოვნო ფაქტი ლელოთი აღნიშნა. მეორე ფრთაზე ზურაბ ძნელაძეს ვიხილავთ, რომელსაც წელს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.

მარქაფაში ორი ახალი ბურჯია, რომლებიც ნაკრებში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ – გიორგი თეთრაშვილმა ბორჯღალოსნების კვართით ბოლოს 2018 წელს, ხოლო ლაშა ტაბიძემ 2017 წელს ითამაშა. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზე გიორგი ჭყოიძეა. მეორე ხაზში დავით გიგაურს ვიხილავთ, რომელიც 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასევე პირველად ითამაშებს. მესამე ხაზში ჩვენს გუნდს ბექა საღინაძე გააძლიერებს.

წელს პირველი სანაკრებო თამაში ექნება გიორგი ბეგაძესაც. ხაზში მარქაფაში გამოცდილი ლაშა ხმალაძე და თამაზ მჭედლიძე არიან.

შემადგენლობასთან დაკავშირებით მაისაშვილი ამბობს:

„შანსი იმ მოთამაშეებს ეძლევათ, ვისაც წელს ცოტა სათამაშო დრო ჰქონდათ, ან საერთოდ არ უთამაშიათ. ამ ტურნირზე, თუ სადმე შეიძლებოდა ახალგაზრდების გამოცდა, ვფიქრობთ, ეს ბელგიის ნაკრებია. შესაძლოა ამ ახალგაზრდებს კეპების რაოდენობა არ აქვთ, მაგრამ მათ ერთად არაერთი დიდი ტურნირი და ხარისხიანი შეხვედრა აქვთ ჩატარებული (20-წლამდელთა ნაკრებში). ისინი თავდაჯერებულები და ამბიციურები არიან. მაქვს დიდი იმედი, რომ ეს გუნდი ქუთაისელ გულშემატკივარს კარგ სანახაობას შესთავაზებს“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020. III ტური. 22 თებერვალი

ქუთაისი. აია არენა. 15 საათი

საქართველო – ბელგია

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 13. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. ვანო კარკაძე (ბრივი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო); 19. დავით გიგაური (კოლომიე), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი); 21. გიორგი ბეგაძე (ჯიქი), 22. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 23. თამაზ მჭედლიძე (რუანი).

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “უცბად გავახილე თვალი და შოკში იყო მთელი მედპერსონალი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც იცით, მას […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა! (ფოტო)

კოვიდ 19-თან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ […]...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძე სერჟიო პარისეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

4 სექტემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ში “ტულონი” საკუთარ მოედანზე “მონპელიეს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლო წუთებში “მონპელი...
წაკითხვა
რაგბი

“პირადად შეძლო კომუნიკაცია” – ლევან მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“თბილისი მერიოტში” 15 აგვისტოს გამართულ რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა დამტკიცდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

“ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, [&he...
წაკითხვა
რაგბი

ზოიძე: “მაისაშვილი ანტივაქსერულმა პროპაგანდამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში”

რაგბის გამგეობის წევრმა ზურა ზოიძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის შესახებ ისაუბრა. მაისაშვილს კოვიდი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოს რაგბის კავშირმა “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. Netwerk 24-ის ცნობით, მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ...
წაკითხვა
რაგბი

ქართველმა და ურუგვაელმა მორაგბეებმა ქართული სიმღერა ერთად შეასრულეს (ვიდეო)

3 ივლისს, U20 საერთაშორისო სერიის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 20:8 დაამარცხა და სამხრეთ […]...
წაკითხვა
რაგბი

‘იმედი მაქვს, ქართველმა მორაგბეებმა იამაყეს’ – სამხრეთ აფრიკელი მომღერლი

2 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 40:9 დამარცხდა. მატჩის დაწყების წინ […]...
წაკითხვა
რაგბი

სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა საქართველოს ჰიმნი შესანიშნავად შეასრულა (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, საქართველოს ჰიმნი სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაა...
წაკითხვა
რაგბი

ლეგენდარული მამუკა გორგოძის დასაფასებელი საქციელი თბილისის ქუჩებში (ვიდეო)

სოციალურ ქსელის მომხმარებელი დავით მიქაბერიძე თბილისის ქუჩებში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ ლეგენდარულმა ქართველმა […]...
წაკითხვა
რაგბი

ლიეტუვას რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ირმანტას კუკულსკისმა საქართველოს რაგბის კავშირს წერილი გამოუგზავნა, რომელი ბოლო დღეებში მომხდარს […]...
წაკითხვა